მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ჰობი“ პაკეტირებული თაფლის ექსპორტზე მუშაობს - რომელი ბაზრებიდანაა ინტერესი?
„ჰობი“ პაკეტირებული თაფლის ექსპორტზე მუშაობს - რომელი ბაზრებიდანაა ინტერესი?

„ჰობი“ პაკეტირებული თაფლის ექსპორტზე მუშაობს - რომელი ბაზრებიდანაა ინტერესი?

BM.GE27 სექტემბერი, 2026, 13:30|bm.ge

ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანია „ჰობი“ გერმანიისა და ესპანეთის ბაზრებზე პაკეტირებული თაფლის გატანის შესაძლებლობას განიხილავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი მიხეილ ჭიღლაძე bm.ge-სთან აცხადებს, კომპანიას საუდის არაბეთში გამართულ გამოფენაზე პოტენციური პარტნიორი გამოუჩნდა.

„ბოლო გამოფენიდან, საუდის გამოფენიდან, გვყავს სერიოზული პოტენციური პარტნიორი, რომელსაც დიდი ინტერესი აქვს, რომ ჩვენი პაკეტური თაფლი გერმანიასა და ესპანეთში წაიღოს დიდი რაოდენობით“, - ამბობს „ჰობის“ დამფუძნებელი.

ამ ეტაპზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. უახლოეს პერიოდში „ჰობი“ პოტენციურ პარტნიორს საკუთარ შეთავაზებას გაუგზავნის, რის შემდეგაც უნდა გაირკვეს, შეძლებს თუ არა კომპანია გერმანიისა და ესპანეთის საცალო ქსელებში შესვლას.

„დაახლოებით ერთი თვის შემდგომ, თვითონ ამ პიროვნებას მოკლე პრეზენტაცია უნდა გავუგზავნოთ, გერმანიის და ესპანეთის ქსელების წარმომადგენლებთან. მერე უკვე როგორ და რანაირად დალაგდება, ეგ უნდა გავარკვიოთ და, ალბათ, წლის ბოლოს გვეცოდინება ზუსტი პასუხი ამ საექსპორტო მიმართულებების შესახებ“, - აცხადებს ჭიღლაძე.

მისივე თქმით, თუ გერმანიასა და ესპანეთში მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, „ჰობისთვის“ ეს იქნება ახალი საექსპორტო მიმართულება. კომპანიას ამ ეტაპზე მთავარი ყურადღება ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდასა და წარმოების გაფართოებაზე აქვს გადატანილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

BM.GE

GPC GLOBAL - ახალი ინოვაციური სერვისი

GPC GLOBAL - ახალი ინოვაციური სერვისი

BM.GE

თიბისი დაზღვევა International Customer Experience Awards 2026-ის (ICXA) გამარჯვებული გახდა

თიბისი დაზღვევა International Customer Experience Awards 2026-ის (ICXA) გამარჯვებული გახდა

BM.GE

2026 წლის საგადასახადო გეგმა ₾690 მილიონით იზრდება - რა ცვლილებებია ბიუჯეტის შემოსავლებში

2026 წლის საგადასახადო გეგმა ₾690 მილიონით იზრდება - რა ცვლილებებია ბიუჯეტის შემოსავლებში

BM.GE