
Honda-მ მომწოდებლებს ხარჯების $9.4 მილიარდით შემცირება მოსთხოვა
იაპონურმა ავტომწარმოებელმა Honda-მ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ხარჯების $9 მილიარდზე მეტით შემცირება გადაწყვიტა და საკუთარ მომწოდებლებს ფასების მკვეთრი შემცირება მოსთხოვა.
სააგენტო Reuters-ის მიერ მოპოვებული შიდა დოკუმენტების თანახმად, კომპანია მიზნად 2030 წლისთვის 1.5 ტრილიონი იენის ($9.4 მლრდ.) დაზოგვას ისახავს. როგორც ირკვევა, ეს სტრატეგია იაპონური ავტოინდუსტრიის მხრიდან ჩინეთიდან გაძლიერებულ კონკურენციაზე საპასუხოდ გადაიდგა.
აღსანიშნავია, რომ ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი BYD-ი და სხვა მეტოქე კომპანიები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ევროპაში ბაზრის მნიშვნელოვან წილს იკავებენ და იაპონურ ავტოკონცერნებს გამოწვევებს უქმნიან. ეს კომპანიები საკუთარ პოზიციებს მოწინავე პროგრამული უზრუნველყოფით, ელემენტების თანამედროვე ტექნოლოგიითა და ინდუსტრიაში ყველაზე დაბალი ფასებით ამყარებენ.
საყურადღებო ფაქტია, რომ მზარდი წნეხის ფონზე, იაპონური მწარმოებელი ელექტრომობილების სეგმენტში $12 მილიარდზე მეტ ზარალს ელოდება.
Honda კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ხარჯების შემცირებაზე მუშაობას სხვა მხრივაც გეგმავს. ავტომწარმოებელი დანახარჯების ოპტიმიზაციას სტანდარტიზებული დეტალების დანერგვის გზითაც აპირებს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში Honda-მ, როგორც საჯარო კომპანიამ, ისტორიაში პირველი წლიური ზარალი დააფიქსირა.
BM.GE
წყარო: bm.ge