მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰორმუზის სრუტეში შესაძლოა, ახალი სატრანზიტო დერეფანი შეიქმნას - რას ითვალისწინებს ირანისა და ომანის შეთანხმება?
ჰორმუზის სრუტეში შესაძლოა, ახალი სატრანზიტო დერეფანი შეიქმნას - რას ითვალისწინებს ირანისა და ომანის შეთანხმება?

ჰორმუზის სრუტეში შესაძლოა, ახალი სატრანზიტო დერეფანი შეიქმნას - რას ითვალისწინებს ირანისა და ომანის შეთანხმება?

BM.GE7 აგვისტო, 2026, 20:24|bm.ge

ჰორმუზის სრუტეში შესაძლოა, ახალი სატრანზიტო დერეფანი შეიქმნას - სააგენტო Reuters-მა გამოაქვეყნა რუკა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ახალი, ე.წ. „შუა სატრანზიტო დერეფნის“ პროექტს ასახავს.

Reuters-ი ირანულ და რეგიონულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს მარშრუტი არსებული ირანული (ჩრდილოეთის) და ომანური (სამხრეთის) სანაოსნო გზების პარალელურად იფუნქციონირებს. ახალი დერეფანი ირანსა და ომანს შორის შეთანხმების ნაწილია, რაც თეირანს სპარსეთის ყურეში შემავალ გემებზე გაცილებით დიდ კონტროლს მიანიჭებს.

გეგმის მიხედვით, ყურიდან გამომავალი გემები ახალი მარშრუტით ისარგებლებენ, ხოლო ირანს შესაძლებლობა ექნება, საჭიროების შემთხვევაში, ყურეში შემავალი ტრაფიკის პროცესში ჩაერიოს.

ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის საკითხი კონფლიქტის დასრულების მცდელობების პროცესში გააქტიურდა. ომის დაწყებამდე აღნიშნული საზღვაო გზა, რომელიც სპარსეთის ყურეს ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს, გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით, მეხუთედს და სასიცოცხლო მნიშვნელობის სხვა საქონელს ატარებდა. მაშინ გემები სრუტეში თავისუფლად და ყოველგვარი გადასახადების გარეშე გადაადგილდებოდნენ.

მსოფლიოს წამყვანმა სანაოსნო ასოციაციებმა მიმდინარე კვირაში ღია წერილი გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო წყლებში სავაჭრო გემების „უსაფრთხო, პროგნოზირებადი და დაბრკოლებების გარეშე“ გადაადგილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვების მდგრადობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 201 სტატია.

  • Reuters: ტრამპი ფიქრობს, რომ ირანთან ომი მალე დასრულდებაიმედი
  • აშშ-სა და ირანს შორის ჰორმუზის სრუტის გახსნაზე შესაძლო შეთანხმება მზადდებაფორმულა
  • ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადის სრულად მოხსნა და უარი ბირთვულ შეიარაღებაზე - რა შემთხვევაში შეწყვეტს აშშ ირანთან ომსტვ პირველი
  • "ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის რეალური შესაძლებლობა არსებობს. შეიძლება შეთანხმება გაფორმდეს ირანის ბირთვულ პროგრამაზეც" - დონალდ ტრამპირუსთავი 2
ირანის →

მსგავსი სტატიები

მუნიციპალური განვითარების ფონდი ონის მუზეუმის შენობის რეაბილიტაციაზე ₾7 მილიონს დახარჯავს

მუნიციპალური განვითარების ფონდი ონის მუზეუმის შენობის რეაბილიტაციაზე ₾7 მილიონს დახარჯავს

BM.GE

საქართველოს სხვადასხვა სექტორის ლიდერები ალტე უნივერსიტეტის მაგისტრანტების მენტორები გახდებიან

საქართველოს სხვადასხვა სექტორის ლიდერები ალტე უნივერსიტეტის მაგისტრანტების მენტორები გახდებიან

BM.GE

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა - თბილსერვის ჯგუფი

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა - თბილსერვის ჯგუფი

BM.GE

7 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $1.1 მილიარდის აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა - სამინისტრო

7 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $1.1 მილიარდის აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა - სამინისტრო

BM.GE