მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაუწყებლის ბორდში უმრავლესობის კვოტით დავით ქართველიშვილი და გია მურღულია აირჩიეს - ოპოზიციის ადგილი ვაკანტურია
მაუწყებლის ბორდში უმრავლესობის კვოტით დავით ქართველიშვილი და გია მურღულია აირჩიეს - ოპოზიციის ადგილი ვაკანტურია

მაუწყებლის ბორდში უმრავლესობის კვოტით დავით ქართველიშვილი და გია მურღულია აირჩიეს - ოპოზიციის ადგილი ვაკანტურია

BM.GE23 ივნისი, 2026, 17:40|bm.ge

პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებად დავით ქართველიშვილი და გრიგოლ (გია) მურღულია აირჩია. ორივე მათგანი საბჭოში საქმიანობას 2026 წლის 2 ივლისიდან შეუდგება.

კენჭისყრის შედეგად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში შემავალი პარტია „ხალხის ძალის“ კანდიდატი, დავით ქართველიშვილი 83 ხმით დამტკიცდა. რაც შეეხება მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატ გრიგოლ მურღულიას, მის დამტკიცებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 4 კი წინააღმდეგი წავიდა.

ამავე თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატები ჰყავდა წარმოდგენილი ფრაქციას „საქართველოსთვის“ (გიორგი გახარიას პარტია), თუმცა მათმა კანდიდატებმა დასამტკიცებლად საკმარისი ხმები ვერ მოიპოვეს:

• თეა გეგენავა — 12 მომხრე, 5 წინააღმდეგი; • ელისო გაბადაძე — 12 მომხრე, 8 წინააღმდეგი; • თეიმურაზ კეკელიძე — 12 მომხრე, 7 წინააღმდეგი.

ერთი ვაკანსია თავისუფალი რჩება — იცვლება წესი ოპოზიციისთვის

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ერთი ვაკანსია კვლავ თავისუფალი დარჩა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს. პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა და განუმარტა, რომ რეგლამენტში შესული ცვლილებების გამო, კანდიდატის წარდგენის პროცედურა გამარტივდა.

„ჩვენ რეგლამენტში ცვლილებები მივიღეთ და კანდიდატურის დასახელების ახალი პროცედურაა — თუ აქამდე ღია კონკურსი, კომისია და ა.შ. იყო საჭირო, 1-ელი ივლისიდან, როდესაც ძალაში შევა რეგლამენტი, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ დაასახელოთ ერთი კანდიდატი პლენარული სხდომისთვის. როცა მზად იქნებით, რომ კანდიდატი დაასახელოთ, პარლამენტი კენჭს უყრის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აზერბაიჯანი ნახიჩევანთან ინტერნეტკავშირს სომხეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით მიიღებს

აზერბაიჯანი ნახიჩევანთან ინტერნეტკავშირს სომხეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით მიიღებს

BM.GE

გასართობ და სპორტულ არხებს უცხოური დაფინანსების მიღების უფლება ექნებათ - პარლამენტმა კანონი მიიღო

გასართობ და სპორტულ არხებს უცხოური დაფინანსების მიღების უფლება ექნებათ - პარლამენტმა კანონი მიიღო

BM.GE

დონორებისგან გრანტის მიღებას/გაცემას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შეძლებს - კანონში მორიგი ცვლილებებია

დონორებისგან გრანტის მიღებას/გაცემას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შეძლებს - კანონში მორიგი ცვლილებებია

BM.GE

საავიაციო საწვავზე ფასი 24%-ით შემცირდა

საავიაციო საწვავზე ფასი 24%-ით შემცირდა

BM.GE