მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰუსიტებმა წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში სარაკეტო სისტემები განათავსეს
ჰუსიტებმა წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში სარაკეტო სისტემები განათავსეს

ჰუსიტებმა წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში სარაკეტო სისტემები განათავსეს

BM.GE23 ივლისი, 2026, 22:08|bm.ge

იემენელმა ჰუსიტებმა წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში, ბაბ ელ-მანდების სრუტესთან ახლოს, სარაკეტო სისტემები და უპილოტო საფრენი აპარატები განათავსეს.

როგორც ირკვევა, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ეგიდით მოქმედმა ერთობლივმა საზღვაო საინფორმაციო ცენტრმა სავაჭრო გემების მფლობელები მოსალოდნელი იერიშების შესახებ უკვე გააფრთხილა და მათ ზონის გადაკვეთისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისაკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, ევროკავშირის საზღვაო მისიამ რეგიონში გადაადგილებისგან თავის შეკავება ისრაელის, აშშ-ისა და საუდის არაბეთის ინტერესებთან დაკავშირებულ ხომალდებს ურჩია.

ბაბ ელ-მანდების სრუტის მილიტარიზების გარდა, ტერორისტმა "ჰუსიტებმა" საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ემბარგოც გამოაცხადეს და სამეფოდან ნავთობის ექსპორტის დაბლოკვა ოფიციალურად დაიწყეს. ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებით, სრუტეში საზღვაო გადაზიდვები უკვე 34%-ითაა შემცირებული.

საზღვაო დაზვერვის ფირმა Windward-ის ცნობით, საუდის არაბეთიდან გამოსულმა უკვე ოთხმა ტანკერმა შეიიცვალა მარშრუტი შესაძლო დაბომბვის გამო. ცნობისთვის, ამ ხომალდებს 3.8 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადაჰქონდათ.

ცნობისთვის, ბაბ ელ-მანდების სრუტე წითელ ზღვას ადენის ყურესთან და არაბეთის ზღვასთან აკავშირებს. ვითარების გამწვავებამდე ის ყოველდღიურად ნავთობისა და ბუნებრივი აირის გლობალური მიწოდების 10-12%-ს ატარებდა და მიიჩნეოდა ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ უმოკლეს მარშრუტად. თუ სრუტე სრულად ჩაიკეტება, მაშინ მეზღვაურებს ტვირთის გადაზიდვისთვის აფრიკის კონტინენტის შემოვლა მოუწევთ, რაც თითოეული გემის გადაადგილებას 20 დღით გაზრდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

BM.GE

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

BM.GE

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

BM.GE

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

BM.GE