
HVAC სისტემების მწარმოებლები და მიმწოდებლები: ვინ უზრუნველყოფს გათბობასა და გაგრილებას 2026 წელს
ნებისმიერი კომფორტული შენობის მიღმა - იქნება ეს საცხოვრებელი თუ კომერციული ობიექტი - დგას HVAC (გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება) სისტემების მწარმოებლების, მიმწოდებლებისა და სერვისის პროვაიდერების ქსელი, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ კლიმატ-კონტროლის, ენერგოეფექტურობისა და ჰაერის ხარისხის უზრუნველსაყოფად.
Expert Market Research-ის ანალიზის თანახმად, 2025 წელს გლობალური HVAC სისტემების ბაზრის მოცულობამ 242.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მოსალოდნელია, რომ 2026-2035 წლების საპროგნოზო პერიოდში ბაზარი ყოველწლიურად საშუალოდ 5.60%-ით გაიზრდება (CAGR) და 2035 წლისთვის 417.91 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.
HVAC ინდუსტრია კვლავ სწრაფად ფართოვდება, რასაც ხელს ენერგოეფექტურ გათბობისა და გაგრილების სისტემებზე, ჭკვიანი შენობების ავტომატიზაციასა და შიდა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე მზარდი მოთხოვნა უწყობს.
Expert Market Research-ის კვლევის მიხედვით, გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების (HVAC) სისტემების გლობალური ბაზარი სწრაფად იზრდება. TOP 10 წამყვანი კომპანიის სია კი ასე გამოიყურება:
1. Lennox International, Inc. (აშშ)
დაარსების წელი: 1895
კლიმატკონტროლისა და სამაცივრე სისტემების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი. ცნობილია ჭკვიანი თერმოსტატებით.
2. LG Electronics, Inc. (სამხრეთ კორეა)
დაარსების წელი: 1958
საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ერთად კომპანია ენერგოეფექტურ HVAC სისტემებს სხვადასხვა კომერციული და საცხოვრებელი ფართებისთვის აწარმოებს.
3. Carrier Global Corporation (აშშ)
დაარსების წელი: 1915
მსოფლიო ლიდერი კლიმატური, უსაფრთხოებისა და სამაცივრე სისტემების დარგში. ცოტა ხნის წინ კომპანიამ გააძლიერა საკუთარი პოზიციები ევროპულ ბაზარზე ცნობილი ბრენდის, Viessmann Climate Solutions-ის შეძენით.
4. Samsung Electronics Co. Ltd. (სამხრეთ კორეა)
დაარსების წელი: 1969
გლობალური ტექნოლოგიური გიგანტი, რომელიც HVAC მიმართულებით მომხმარებელს სთავაზობს ენერგოეფექტურ უარხო კონდიციონერებს, თბურ ტუმბოებსა და მრავალზონიან VRF სისტემებს (ბრენდები: WindFree, BESPOKE და სხვა).
5. Haier Smart Home Co., Ltd. (ჩინეთი)
დაარსების წელი: 1984
კომპანია სპეციალიზებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ჭკვიანი სახლის ეკოსისტემების წარმოებაზე. მის პორტფოლიოში შედის ისეთი ცნობილი გლობალური ბრენდები, როგორებიცაა GE Appliances, Casarte და Fisher & Paykel.
6. Daikin Industries, Ltd (იაპონია)
დაარსების წელი: 1924
კონდიცირების გლობალური ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე, რომელიც 150-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. კომპანია პიონერია ინვერტორული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიურად უსაფრთხო აგენტების დანერგვაში.
7. Emerson Electric Co. (აშშ)
დაარსების წელი: 1890
ტექნოლოგიური და საინჟინრო კომპანია, რომელიც სამრეწველო ავტომატიზაციასთან ერთად აწარმოებს კლიმატის კონტროლის უახლეს სისტემებსა და კომპრესორებს (განსაკუთრებით ცნობილია მისი ბრენდი Copeland).
8. Honeywell International Inc. (აშშ)
დაარსების წელი: 1906
Fortune 100 კომპანია, რომლის შენობების ტექნოლოგიების (Building Technologies) მიმართულება ორიენტირებულია ავტომატიზაციაზე, უსაფრთხოებასა და ენერგიის ჭკვიანურ მართვაზე.
9. Johnson Controls International plc (ირლანდია)
დაარსების წელი: 1885
ჭკვიანი შენობების ტექნოლოგიებისა და ინტეგრირებული კლიმატური სისტემების ლიდერი. კომპანია ფლობს ისეთ ცნობილ HVAC ბრენდებს, როგორიცაა York, Metasys და Frick.
10. Hitachi Ltd. (იაპონია)
დაარსების წელი: 1910
მრავალპროფილური კონგლომერატი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს კომერციულ და ინდუსტრიულ HVAC სისტემებზე, მათ შორის ერთობლივი საწარმოს - Johnson Controls-Hitachi Air Conditioning-ის მეშვეობით.
BM.GE
წყარო: bm.ge