მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Hyundai-ის საოპერაციო მოგება მეორე კვარტალში 21%-ით შემცირდა
Hyundai-ის საოპერაციო მოგება მეორე კვარტალში 21%-ით შემცირდა

Hyundai-ის საოპერაციო მოგება მეორე კვარტალში 21%-ით შემცირდა

BM.GE24 ივლისი, 2026, 04:16|bm.ge

სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა Hyundai-მ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 2.9 ტრილიონი ვონის ($1.98 მლრდ.) საოპერაციო მოგება მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით ნაკლებია. ამავე პერიოდში კომპანიის შემოსავალი 2%-ით გაიზარდა და 49.2 ტრილიონი ვონი შეადგინა.

როგორც ირკვევა, მიღებულმა საოპერაციო მოგებამ ანალიტიკოსების მოლოდინები ვერ გაამართლა. ექსპერტები პროგნოზირებდნენ, რომ მაჩვენებელი 3.2 ტრილიონ ვონზე მეტი იქნებოდა. არსებული ინფორმაციით, ფინანსური მაჩვენებლების გაუარესება ავტომობილების გაყიდვების შემცირებამ, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ და გაზრდილმა საწარმოო ხარჯებმა განაპირობა, რისი კომპენსირებაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ვერ შეძლო.

ამასთან, კომპანიის წინაშე არსებულმა გამოწვევებმა იმატა შიდა ბაზარზეც, სადაც მეორე კვარტალში ავტომობილების გაყიდვები 16%-ით შემცირდა. სამხრეთ კორეის ბაზარზე უცხოური ბრენდების კონკურენცია საგრძნობლად გამწვავდა; ჩინურმა BYD-მ Lexus-სა და Volvo-ს გადაასწრო. აშშ-ის ბაზარზე, რომელიც კომპანიისთვის შემოსავლების მიხედვით უმსხვილესია, ელექტრომობილების წილი გაყიდვებში, სუბსიდიების გაუქმების შედეგად, 10.2%-დან 4%-მდე შემცირდა. შექმნილ ვითარებას დაემატა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილების ერთ-ერთი მომწოდებელი კომპანიის ქარხანაში გაჩენილი ხანძარი, რამაც წარმოების პროცესში დამატებითი შეფერხებები გამოიწვია.

რთული ვითარების მიუხედავად,, კომპანია ტრადიციული ავტოწარმოების მიღმა განვითარების ახალი მიმართულებების ათვისებას გეგმავს. Hyundai-ი რობოტოტექნიკაში, დამოუკიდებლად მართვად ავტომობილებსა და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციებს გაზრდის. გასულ კვირას ცნობილი გახდა ისიც, რომ ჯგუფი Boston Dynamics-ზე სრულ კონტროლს დაამყარებს და 2028 წლიდან ჯორჯიის შტატის ქარხანაში Atlas-ის ჰუმანოიდურ რობოტებს დანერგავს.

ცნობისთვის, Hyundai-ი შვილობილ Kia-სთან ერთად გაყიდვების მოცულობით მსოფლიოში მესამე უმსხვილესი ავტოკონცერნია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

BM.GE

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

BM.GE

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

BM.GE

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

BM.GE