მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. I კვარტალში ბიზნესს სექტორში საშუალო ხელფასი 2 336 ლარი იყო - საქსტატი
I კვარტალში ბიზნესს სექტორში საშუალო ხელფასი 2 336 ლარი იყო - საქსტატი

I კვარტალში ბიზნესს სექტორში საშუალო ხელფასი 2 336 ლარი იყო - საქსტატი

BM.GE4 ივნისი, 2026, 18:03|bm.ge

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 336 ლარი იყო.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საშუალო ხელფასი 166 ლარით გაიზარდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირი იყო:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 513.5 ლარი;⦁ საშუალო ბიზნესი – 2 786.5 ლარი;⦁ მცირე ბიზნესი – 1 787.2 ლარი;

რაც შეეხება დასაქმებას, 2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნესს სექტორში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 743.7 ათასი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 319.0 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტი).

დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამმუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დარგები.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, I კვარტალში ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 11%-ით 62 მლრდ ლარამდე გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში სექტორის ბრუნვის მოცულობის 71% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 11% - საშუალოზე, ხოლო 18% - მცირე ბიზნესზე.

საქსტატის ცნობითვე, ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 37% მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 31.4%-იანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამმუშავებელი მრეწველობა — 7.4%-იანი წილით, მშენებლობა — 4.5%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.5%-იანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია — 4.4%-იანი წილით.

ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნესს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2026 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 23.3 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც წლიურად 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ბიზნესს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამმუშავებელი მრეწველობა (19.5%), ვაჭრობა (16.7%), მშენებლობა (13.6%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (11.7%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5%) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 28.9%-იანი წილი ეჭირა..

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, დარბაზიდან გათავისუფლდაფორმულა
ლარი →ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება

BM.GE

სებ-მა ინფლაციის და ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური პლატფორმა წარადგინა

სებ-მა ინფლაციის და ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური პლატფორმა წარადგინა

BM.GE

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

BM.GE