მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "იფქლი დიღომი" ვარკეთილში ახალ საწარმოს ხსნის - "მიმდინარეობს კადრების შერჩევა"
"იფქლი დიღომი" ვარკეთილში ახალ საწარმოს ხსნის - "მიმდინარეობს კადრების შერჩევა"

"იფქლი დიღომი" ვარკეთილში ახალ საწარმოს ხსნის - "მიმდინარეობს კადრების შერჩევა"

BM.GE3 ივლისი, 2026, 13:55|bm.ge

პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი „იფქლი დიღომი“ წარმოების გაფართოებას აგრძელებს და ვარკეთილში, მესამე მასივში, ახალ საწარმოს ხსნის. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა სოფიო ბედიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ქარხნის ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად დასრულებულია და ამ ეტაპზე მხოლოდ ტექნიკური სამუშაოები და პერსონალის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, კომპანიამ ვარკეთილში აეროპორტის გზასთან, ახალი საწარმოს ასაშენებლად 4092 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან 1 952 000 ლარად 2023 წელს შეიძინა.

„ახალი საწარმო ფაქტობრივად მზად არის. დარჩენილია მხოლოდ გარკვეული ტექნიკური დეტალები და კადრების დაკომპლექტება. ქარხანა ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით იმუშავებს. კომპანიაში უკვე დანერგილია ISO 22000-ის სურსათის უვნებლობის სისტემა, რომელიც ევროპულ ბაზარზე ექსპორტისთვის აუცილებელი მოთხოვნაა, ხოლო ახალ საწარმოში დამატებით FSSC-ის სტანდარტსაც ვნერგავთ, რომელიც აშშ-ისა და კანადის ბაზრების მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს“, - განაცხადა ბედიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ახალი საწარმოს ამოქმედება წლის ბოლომდე იგეგმება, თუმცა ვადები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კვალიფიციური კადრების მოძიებაზე.

„გვინდა, რომ ახალი ქარხანა პროფესიონალური გუნდით დაკომპლექტდეს. ვიმედოვნებთ, რომ უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს ანაზღაურებად სტაჟირებას შევთავაზებთ, შემდეგ კი კომპანიაში დავასაქმებთ“, - აღნიშნა მან.

ამჟამად „იფქლი დიღომში“ 600-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. ბედიაშვილის თქმით, ახალი საწარმოს ამოქმედების შემდეგ თანამშრომლების რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან ქარხანაში დასაქმდებიან როგორც წარმოების, ისე დისტრიბუციის მიმართულების თანამშრომლები.

ახალი საწარმო ნაწილობრივ საექსპორტო შეკვეთებზე იმუშავებს, პარალელურად კი თბილისის აღმოსავლეთ ნაწილს მოემსახურება. კომპანიის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ქალაქში გაზრდილი საცობებისა და სატვირთო ტრანსპორტზე მოქმედი დროითი შეზღუდვების გათვალისწინებით მიიღეს.

„დღეს დისტრიბუციის დაგეგმვა სულ უფრო რთულია. მაგალითად, დიღმიდან ლილოს მიმართულებით პროდუქციის დროულად მიწოდება საცობების გამო ხშირად ფერხდება. ახალი საწარმო თბილისის მეორე მხარეს უფრო სწრაფად და ეფექტიანად მოამარაგებს, რაც როგორც მომსახურების ხარისხზე, ისე გაყიდვებზეც დადებითად აისახება“, - განაცხადა სოფიო ბედიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ თბილისში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა შეზღუდვა, რაც სამუშაო დღეებში, დილასა და საღამოს, პიკის საათებში გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებას ეხება, სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით კი აღნიშნული წესი 1-ელ სექტემბრამდე არ მოქმედებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიმდინარეობს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 83 სტატია.

  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წაბლნარი კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობსრუსთავი 2
  • წაბლნარში სოკოვანი დაავადების - წაბლის ქერქის კიბოს მიერ დაზიანებული კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობსიმედი
  • სოხუმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობსნეტგაზეთი
  • ლილუაშვილის პროცესი გადაიდო - ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ “გარკვეულ პირებთან ვაჭრობა მიმდინარეობს“ტვ პირველი
მიმდინარეობს →

მსგავსი სტატიები

AG Energy-ის განცხადება გოგნის ქარის პროექტთან დაკავშირებით

AG Energy-ის განცხადება გოგნის ქარის პროექტთან დაკავშირებით

BM.GE

როგორ შეცვალა სერიალმა „Yellowstone“ ამერიკის უძრავი ქონება

როგორ შეცვალა სერიალმა „Yellowstone“ ამერიკის უძრავი ქონება

BM.GE

სამაცივრეებში შენახული პროდუქცია 31.6%-ით, გაყიდვების ღირებულება კი 59.4%-ით გაიზარდა

სამაცივრეებში შენახული პროდუქცია 31.6%-ით, გაყიდვების ღირებულება კი 59.4%-ით გაიზარდა

BM.GE

7 თვეში საგადასახადო დარღვევის 11 800-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური

7 თვეში საგადასახადო დარღვევის 11 800-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური

BM.GE