მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. II კვარტალში 4 556 კონცენტრაცია დარეგისტრირდა, საქმის წარმოება 4-ზე დაიწყო - GCCA
II კვარტალში 4 556 კონცენტრაცია დარეგისტრირდა, საქმის წარმოება 4-ზე დაიწყო - GCCA

II კვარტალში 4 556 კონცენტრაცია დარეგისტრირდა, საქმის წარმოება 4-ზე დაიწყო - GCCA

BM.GE16 ივლისი, 2026, 01:35|bm.ge

წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 2026 წლის მეორე კვარტალში განხორციელებულ ოთხ კონცენტრაციასთან მიმართებით საქმის წარმოება დაიწყო.

სააგენტოს თანახმად, მეორე კვარტალში ქვეყანაში 4556 ტრანზაქცია დარეგისტრირდა. 4544 შემთხვევა არ აკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს, ხოლო 12 შემთხვევა შეფასდა კონცენტრაციად და დააკმაყოფილა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი კრიტერიუმი ერთობლივი შემოსავლების ნაწილშიც.

აღნიშნული 12 შემთხვევიდან 8 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც ისინი სააგენტოსათვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისაგან გაათავისუფლა. რაც შეეხება დარჩენილ 4 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, GCCA-მა აღნიშნულ ოთხ კონცენტრაციასთან დაკავშირებით საქმის წარმოება დაიწყო.

2025 წელს, GCCA-მა თანხმობა გასცა 18 კონცენტრაციაზე, ხოლო 2026 წელს, არსებული მდგომარეობით, თანხმობა გაცემულია 12 კონცენტრაციაზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

BM.GE

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

BM.GE

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

BM.GE

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

BM.GE