მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. II კვარტალში შიდა ტურისტული ვიზიტები შემცირდა - რომელი რეგიონის მცხოვრებლები მოგზაურობენ?
II კვარტალში შიდა ტურისტული ვიზიტები შემცირდა - რომელი რეგიონის მცხოვრებლები მოგზაურობენ?

II კვარტალში შიდა ტურისტული ვიზიტები შემცირდა - რომელი რეგიონის მცხოვრებლები მოგზაურობენ?

BM.GE24 აგვისტო, 2026, 17:45|bm.ge

2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 მილიონ 365 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 მილიონ 699 ათასი ერთეული შეადგინა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 0.1%-ით შემცირდა, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.ამასთან, წელს II კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 683.4 ათასით განისაზღვრა, რაც 1.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 36.1%, 51-70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56%-ს შეადგენდა.გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.2% ქ. თბილისის მცხოვრებია, 16.3% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

ამ პერიოდში ვიზიტების უმრავლესობა (52.6%) მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

NVIDIA სტარტაპ Perplexity AI-ში ინვესტირებას გეგმავს — კომპანიის შეფასებამ $30 მილიარდს გადააჭარბა

NVIDIA სტარტაპ Perplexity AI-ში ინვესტირებას გეგმავს — კომპანიის შეფასებამ $30 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE

როგორ აფასებს კრემლი რუსული სამხედრო ალიანსიდან სომხეთის გასვლას?

როგორ აფასებს კრემლი რუსული სამხედრო ალიანსიდან სომხეთის გასვლას?

BM.GE

ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

BM.GE

პუტინმა დაზიანებული კრიტიკული ობიექტების ჩამორთმევის განკარგულება გასცა

პუტინმა დაზიანებული კრიტიკული ობიექტების ჩამორთმევის განკარგულება გასცა

BM.GE