მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ილჰამ ალიევმა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების და ტრანზიტის შესახებ ბრძანება დაამტკიცა
ილჰამ ალიევმა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების და ტრანზიტის შესახებ ბრძანება დაამტკიცა

ილჰამ ალიევმა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების და ტრანზიტის შესახებ ბრძანება დაამტკიცა

BM.GE9 ივლისი, 2026, 22:03|bm.ge

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც დამტკიცდა „აზერბაიჯანის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება“.

დოკუმენტს საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების წარმომადგენლებმა 2026 წლის 18 მაისს, ბაქოში მოაწერეს ხელი. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებით შეთანხმება დღეს ოფიციალურად დამტკიცდა აზერბაიჯანის მხრიდან.

ბრძანებულების თანახმად, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო უზრუნველყოფს მისი დებულებების შესრულებას, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას აცნობებს შეთანხმების ამოქმედებისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტის პირობებს განსაზღვრავს.

აღნიშნული დოკუმენტი გაფორმდა 2026 წლის 18 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანში გამართული სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში. იმ პერიოდში მხარეებმა 20-წლიანი მთავრობათაშორისი სტრატეგიული შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებს არეგულირებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერილი შეთანხმების პაკეტის შესაბამისად, საქართველო და აზერბაიჯანი 20-წლიანი პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე შეთანხმდნენ. დოკუმენტით გათვალისწინებული პირობები 2027 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ელექტროენერგიის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • 18 ივლისს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებარუსთავი 2
  • Euronews: გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებსიმედი
  • კობახიძე ელექტროენერგიის გათიშვაზე: მიუხედავად უამრავი გამოწვევევისა, სისტემა არის მდგრადიფორმულა
  • სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინატვ პირველი
ელექტროენერგიის →

მსგავსი სტატიები

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა | TOP საიმპორტო ქვეყნები

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა | TOP საიმპორტო ქვეყნები

BM.GE

კვერცხის იმპორტი გაიზარდა, შვიდ თვეში შემოვიდა 18.8 მლნ ცალი - სად ვყიდულობთ?

კვერცხის იმპორტი გაიზარდა, შვიდ თვეში შემოვიდა 18.8 მლნ ცალი - სად ვყიდულობთ?

BM.GE

ხვალ, განათლების სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია იგეგმება

ხვალ, განათლების სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია იგეგმება

BM.GE

24 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

24 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE