მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იმ მინისტრების სანქცირება განიხილებოდა, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობდნენ - კალასი
იმ მინისტრების სანქცირება განიხილებოდა, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობდნენ - კალასი

იმ მინისტრების სანქცირება განიხილებოდა, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობდნენ - კალასი

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 23:08|bm.ge

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის საბჭო „ქართული ოცნების“ მინისტრების სანქცირებას განიხილავდა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხდა.

"დისკუსია ეხებოდა იმ მინისტრების სანქცირებას, რომლებმაც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს. დიახ სიმართლეა, რომ ამ მომენტისთვის არ გვყავს ყველა ჩართული, ზოგიერთი წევრი ქვეყანა ამის წინააღმდეგი იყო. დისკუსიები მიმდინარეობს და იანვარში გვექნება უფრო საფუძვლიანი მსჯელობა ამ საკითხზე თუ როგორ უნდა მივუდგეთ მას, რამ შეიძლება მოახდინოს ყველაზე დიდი ეფექტი რომ ძალიან ნათლად მივანიშნოთ მთავრობას, რომ ეს არ არის სწორი გზა. ასე რომ ამ მომენტისთვის, ყველაფერი მაგიდაზეა", - განაცხადა კალასმა.

მისივე თქმით, საქართველოს საკითხს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იანვარში განიხილავენ.

"საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, როგორც ეს აღვნიშნეთ შესავალ სიტყვაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ არჩევანს. იანვარში საგარეო საქმეთა მინისტრებთან გვექნება უფრო სიღრმისეული დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით იმის თაობაზე, თუ როგორ დავუჭიროთ საუკეთესოდ მხარი ხალხს და მათ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ", - თქვა კალასმა.

დღეს, 4 ნოემბერს, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია და გაგრძელდება თუ ხელისუფლება კურსს შეიცვლის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Greenland Group, FTZCOC Group & HotMaxx - რაზე ისაუბრა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან?

Greenland Group, FTZCOC Group & HotMaxx - რაზე ისაუბრა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან?

BM.GE

"ამერიკელებმა ომზე უარი თქვეს" – როგორ აფასებს ირანი არჩევნების შედეგებს?

"ამერიკელებმა ომზე უარი თქვეს" – როგორ აფასებს ირანი არჩევნების შედეგებს?

BM.GE

54-44 სენატში და 228-139 ქვედა პალატაში - გამარჯვება აშშ-ის შუალედური არჩევნების ბოლო შედეგები

54-44 სენატში და 228-139 ქვედა პალატაში - გამარჯვება აშშ-ის შუალედური არჩევნების ბოლო შედეგები

BM.GE

საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნითა და დეპორტაციით ლიდერებში რჩება - ევროკომისია

საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნითა და დეპორტაციით ლიდერებში რჩება - ევროკომისია

BM.GE