მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "იმედი გვაქვს, მალე მოხერხდება გადაწყვეტილების შემოტრიალება" - კობახიძე რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე
"იმედი გვაქვს, მალე მოხერხდება გადაწყვეტილების შემოტრიალება" - კობახიძე რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე

"იმედი გვაქვს, მალე მოხერხდება გადაწყვეტილების შემოტრიალება" - კობახიძე რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე

BM.GE17 ოქტომბერი, 2026, 20:36|bm.ge

პრემიერი ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთის მხრიდან ზოგიერთი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მალე შეიცვლება. მან ამის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

"ამ საკითხზე გრძელდება მუშაობა, ვერკვევით საკითხში და იმედი გვაქვს, რომ მალე მოხერხდება ამ გადაწყვეტილების შემოტრიალება",- ამბობს კობახიძე და დასძენს, რომ დღეს ძალიან ზოგადად შეეხნენ ასეთ თემებს.

შეგახსენებთ, რუსეთმა ქართული წარმოების ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის ნაწილის იმპორტი დროებით შეზღუდა. რუსული მედიის თანახმად, რუსეთის მარეგულირებელმა გამოავლინა გაყიდვისთვის აკრძალული სასმელები, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით. RBC წერს, რომ აკრძალვა შეეხო შემდეგ პროდუქტებს:

• „თელიანის ველის“ წარმოების ღვინო; • „თბილღვინოს“ წარმოების ღვინო; • „ასკანელი ძმების“ წარმოების ღვინო და კონიაკი; • „ვაინმენის“ წარმოების ღვინო; • „საქართველოს ლუდის კომპანიის“ წარმოების ლუდი; • საქართველოში წარმოებული გაზიანი უალკოჰოლო სასმელი - Coca-Cola; • „ჰელსი უოთერის“ მიერ წარმოებული მინერალური წყალი „ნაბეღლავი“.

ალკოჰოლური სასმელები, წყლები... - საქართველოდან სასმელების თითქმის ნახევარი რუსეთში გადის

"იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება" | პრემიერი რუსულ ემბარგოზე

"ჩვენი ბიზნესი რუსეთში "კოკა-კოლას" ექსპორტი არ არის" | ინტერვიუ თემურ ჭყონიასთან

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 288 სტატია.

  • ზელენსკი: აშშ-ის სანქციების შეჩერება რუსეთს თავდასხმებისკენ უბიძგებსფორმულა
  • სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინინეტგაზეთი
  • "თავდასხმა სრულიად უაზრო იქნება" - ნატოს მთავარსარდალი გრინკევიჩი რუსეთს აფრთხილებსრუსთავი 2
  • EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცატვ პირველი
რუსეთის →კობახიძე →იმედის →

მსგავსი სტატიები

კალიფორნიაში ტყის ხანძრებმა საცხოვრებელი სახლები გაანადგურა და ევაკუაცია გამოიწვია

კალიფორნიაში ტყის ხანძრებმა საცხოვრებელი სახლები გაანადგურა და ევაკუაცია გამოიწვია

BM.GE

ჰუსიტებმა იემენის სიდიდით მესამე ქალაქი ალყაში მოაქციეს

ჰუსიტებმა იემენის სიდიდით მესამე ქალაქი ალყაში მოაქციეს

BM.GE

მოსალოდნელია თუ არა სამართლებრივი პროცესები მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ? - პრემიერის პასუხი

მოსალოდნელია თუ არა სამართლებრივი პროცესები მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ? - პრემიერის პასუხი

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

BM.GE