მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იმედი გვაქვს, რომ მომავალ შეხვედრაზე ერთად დავსახავთ საკითხის გადაჭრის გზებს - კობახიძე დიუშენზე
იმედი გვაქვს, რომ მომავალ შეხვედრაზე ერთად დავსახავთ საკითხის გადაჭრის გზებს - კობახიძე დიუშენზე

იმედი გვაქვს, რომ მომავალ შეხვედრაზე ერთად დავსახავთ საკითხის გადაჭრის გზებს - კობახიძე დიუშენზე

BM.GE3 ივნისი, 2026, 21:51|bm.ge

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან მეორე შეხვედრა მაქსიმუმ ზეგ დილით გაიმართება - როგორც "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მეორე შეხვედრის მიზანი საკითხის გადასაჭრელად საჭირო გზების პოვნა იქნება.

"დღეს გვქონდა პირველი შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ გავცვალეთ მოსაზრებები, ინფორმაცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის კონკრეტულად მედიკამენტებთან დაკავშირებით. ეს იყო დღევანდელი შეხვედრის მიზანი.

თავიდანვე, შეხვედრის დასაწყისშივე შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ ზეგ დილამდე შედგება მეორე შეხვედრა, სადაც უკვე იმედი გვაქვს, რომ ერთად დავსახავთ საკითხის გადაჭრის გზებს - ეს იქნება უკვე მეორე შეხვედრის მიზანი.

იმედი გვაქვს, რომ ეს ერთობლივი გადაწყვეტა გამოინახება ამ საკითხისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მგრძნობიარე საკითხია და, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან. იმედი გვაქვს, ერთად მოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ თითქმის ორი თვეა, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ და მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტებისა და თერაპიების საქართველოში შემოტანას ითხოვენ. ასევე მოთხოვნა იყო ირაკლი კობახიძესთან პირდაპირი აუდიენციაც, რაც დღეს დილით დაკმაყოფილდა. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას იმედის მომცემად აფასებენ. მათი ინფორმაციით, მთავრობის მეთაურთან რამდენიმე საათიანი აუდიენციის შემდეგ გადაწყდა, რომ შეიქმნება სპეციალური ფორმატი, მომდევნო შეხვედრა კი ზეგ გაიმართება.

მშობლების მოთხოვნა ოთხ პრეპარატსა და თერაპიას მოიცავს — Vamorolone-ს, Givinostat-ს, Exon-skipping-სა და Elevidys-ს, რომლებიც აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოსა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზებულია. მათი თქმით, აღნიშნული მკურნალობის მეთოდების ხელმისაწვდომობის საკითხზე სახელმწიფოსთან კომუნიკაცია უკვე წელიწად-ნახევარია მიმდინარეობს, თუმცა შედეგის გარეშე.

ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე განმარტავდა, რომ მოთხოვნილ მედიკამენტებთან დაკავშირებით კვლავ არსებობს კითხვები მათი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ, ასევე არ დასრულებულა საბოლოო კვლევები. უწყების პოზიციით, დღეს არ არსებობს პრეპარატი, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სრულ განკურნებას უზრუნველყოფს.

"ზეგ ისევ შევხვდებით" - პრემიერთან შეხვედრის შემდეგ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან ახალი ფორმატი შეიქმნება

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →შეხვედრა →

მსგავსი სტატიები

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

BM.GE

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

BM.GE

ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილი

ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილი

BM.GE

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

BM.GE