მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "იმედი მაქვს, პროექტი რომელიც დღეს იწყება წარმატებული იქნება" - კახა კალაძე „არქი გრანდ ავენიუს“ პროექტის პრეზენტაციაზე
"იმედი მაქვს, პროექტი რომელიც დღეს იწყება წარმატებული იქნება" - კახა კალაძე „არქი გრანდ ავენიუს“ პროექტის პრეზენტაციაზე

"იმედი მაქვს, პროექტი რომელიც დღეს იწყება წარმატებული იქნება" - კახა კალაძე „არქი გრანდ ავენიუს“ პროექტის პრეზენტაციაზე

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 00:35|bm.ge

დედაქალაქში, „არქი გრანდ ავენიუზე“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონისა“ და „ვინდჰემის“ რეზიდენციების მშენებლობა იწყება.

პროექტის ახალი ეტაპის პრეზენტაციას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო. მან ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „არქი გრანდ ავენიუ“ 21 ჰექტარზე გაშენდება, რაც თბილისისთვის მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია.

"თბილისის მომავალი გარკვეულწილად, დამოკიდებულია სწორედ ამგვარ პროექტებზე, როგორიც არის „არქი გრანდ ავენიუ“ - ახალი ცენტრი თბილისის გულში. ვფიქრობ, თბილისისთვის მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია 21 ჰექტარზე გაშენებული თანამედროვე უბანი, რომელიც დედაქალაქის ურბანულ ცხოვრებას სულ სხვა მასშტაბს შესძენს. „არქი გრანდ ავენიუს“ პროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ საცხოვრებელ უბანს, არამედ თანამედროვე ცხოვრების წესის დანერგვას, ახალ შესაძლებლობებს და ერთიან სივრცეს ადამიანებისთვის, სადაც ცხოვრება, სწავლა, მუშაობა, სპორტი, გართობა და დასვენება თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო არქიტექტორებისა და ექსპერტების გამოცდილებაზე დაყრდნობით და ორი მილიარდი ლარის ინვესტიციით, შეიქმნება სივრცე, რომელიც თანამედროვე ქალაქის თითქმის ყველა ფუნქციას გააერთიანებს.

„რაც განსაკუთრებით მახარებს, ტერიტორიის 75 პროცენტი გამწვანებასა და რეკრეაციას დაეთმობა - პარკებს, სასეირნო სივრცეებსა და ველობილიკებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სულ მალე აქ აშენდება თბილისში ყველაზე მასშტაბური სპორტდარბაზი, პადელის ცენტრი, ჩოგბურთის კორტები, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, დასვენებისა და განტვირთვისთვის კი ღია და დახურული აუზები და სპა. სწორედ ასეთ პროექტებს შეუძლია, შეცვალოს ქალაქის განვითარების რიტმი და მომავალში თბილისელების საყვარელ ადგილად იქცეს. იმედი მაქვს, რომ პროექტი, რომელიც დღეს იწყება, წარმატებული იქნება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა და „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელ ილია წულაიას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

21 ჰექტარზე დაგეგმილი მრავალფუნქციური უბანი - „არქი გრანდ ავენიუ“ 15 ჰექტარ რეკრეაციულ ზონას მოიცავს, რომელიც დასასვენებელ და საბავშვო სივრცეებს, ველობილიკებს, სკეიტპარკს და ურბანულ ამფითეატრს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას, პადელის ცენტრს, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს, ფიტნესდარბაზებსა და სპას გააერთიანებს.

უბანში ასევე განთავსდება რესტორნები, გასართობი სივრცეები, სკოლა და საბავშვო ბაღი, დაგეგმილი მიწისქვეშა გვირაბი კი „არქი გრანდ ავენიუს“ წერეთლის გამზირთან რამდენიმე წუთში დააკავშირებს.

პროექტში ინვესტიციის საერთო მოცულობა 2 მილიარდ ლარს შეადგენს.

პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე და ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 118 სტატია.

  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
  • რა წერია ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის პროექტში, რომელიც ამჯერად ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეანეტგაზეთი
  • პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყორუსთავი 2
  • 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყებაიმედი
პროექტი →კალაძე →

მსგავსი სტატიები

„თუ ეს საშველს არ მოგვცემს, რა აზრი აქვს ამის გაკეთებას?!” - ნავთობიმპორტიორთა კავშირი საწვავზე აქციზის შემცირებაზე

„თუ ეს საშველს არ მოგვცემს, რა აზრი აქვს ამის გაკეთებას?!” - ნავთობიმპორტიორთა კავშირი საწვავზე აქციზის შემცირებაზე

BM.GE

ინდოეთმა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად სამეტაპიანი გეგმა წარადგინა

ინდოეთმა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად სამეტაპიანი გეგმა წარადგინა

BM.GE

ჰუსიტებმა ერ-რიადის აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს

ჰუსიტებმა ერ-რიადის აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს

BM.GE

სებ-ის ახალი რეგულაციით სალომბარდე პროდუქტებზე მიმართვიანობა გაიზრდება - "კრედიტინფოს" შეფასება

სებ-ის ახალი რეგულაციით სალომბარდე პროდუქტებზე მიმართვიანობა გაიზრდება - "კრედიტინფოს" შეფასება

BM.GE