მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იმპორტი $22 მილიონამდე გაიზარდა|სად ვყიდულობთ შამპუნს, რომელიც ოქტომბერში 26%-ით გაძვირდა?
იმპორტი $22 მილიონამდე გაიზარდა|სად ვყიდულობთ შამპუნს, რომელიც ოქტომბერში 26%-ით გაძვირდა?

იმპორტი $22 მილიონამდე გაიზარდა|სად ვყიდულობთ შამპუნს, რომელიც ოქტომბერში 26%-ით გაძვირდა?

BM.GE8 ნოემბერი, 2026, 13:30|bm.ge

ოქტომბერში, საქართველოში ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის შამპუნიც არის. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შამპუნი 26.35%-ით გაძვირდა. ეს ის პროდუქტია, რომლის დიდ ნაწილსაც ქვეყანა სხვადასხვა ბაზრიდან ყიდულობს.

ვაჭრობის ოფიციალური მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში საქართველომ 4 291 ტონა თმის შამპუნის შესაძენად 21 მილიონ 880 ათასი დოლარი გადაიხადა.

იმპორტის ღირებულება 19%-ით, მოცულობა კი 7.7%-ით გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვითაც, შამპუნის იმპორტი გაძვირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრობის სტატისტიკა ამ დროისთვის 9 თვის მონაცემებს მოიცავს, ოქტომბრის მონაცემები კი 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება და შესაძლებლობა გვექნება იმპორტის ღირებულება 10 თვის ჩათვლით დავითვალოთ.

თუ გასულ წელს 1 ტონა შამპუნს საშუალოდ 4 617 დოლარად ვყიდულობდით, წელს 9 თვეში ფასი 5 099 დოლარამდე ანუ დაახლოებით 10%-ით გაიზარდა.

შამპუნის მთავარი მომწოდებელი თურქეთია, საიდანაც წელს შესყიდვები მცირედით შემცირდა. თუმცა სხვა მიმართულებებიდან ძირითადად ზრდა ფიქსირდება:

• თურქეთი - $4.5 მილიონი, 1 278 ტონა; • იტალია - $3 მილიონი, 505 ტონა; • ჩეხეთი - $2.2 მილიონი, 362 ტონა; • საფრანგეთი - $2.2 მილიონი, 172 ტონა; • რუმინეთი - $1.9 მილიონი, 295 ტონა; • ყაზახეთი - $1.8 მილიონი, 285 ტონა; • პოლონეთი - $1 მილიონი, 146 ტონა; • რუსეთი - $764 ათასი, 206 ტონა; • გერმანია - $672 ათასი, 105 ტონა; • ესპანეთი - $595 ათასი, 179 ტონა;

სტატისტიკის მიხედვით, იმპორტი გაძვირდა თურქეთიდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან, რუმინეთიდან და ყაზახეთიდან, საფრანგეთიდან კი შემცირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE