ორიგინალი
იმპორტისას 100-ჯერ მეტის გადახდა გვიწევს... კომპანიებისთვის ეკიპირება გაძვირდება - "გარდლაინი"
BM.GE·17:50

იმპორტისას 100-ჯერ მეტის გადახდა გვიწევს... კომპანიებისთვის ეკიპირება გაძვირდება - "გარდლაინი"

28 ნოემბერი, 2026 · 17:50

ფეხსაცმლისა და ტექსტილის იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების ახალი საფასური კომპანიებისთვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს გააძვირებს. ამის შესახებ BMG-სთან „გარდლაინის“ მმართველმა პარტნიორმა, კონსტანტინე ბალანჩივაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიამ 4 თვის წინ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შემოტანილ პროდუქტზე მნიშვნელოვნად იზარალა, რადგან 500 ლარის ნაცვლად 100-ჯერ მეტი თანხის გადახდა უწევს. კონსტანტინე ბალანჩივაძის თქმით, სამომავლოდ, ეს საფასური უკვე პროდუქციის ფასზე აისახება.

"ორშაბათს შემოდის ტვირთი და მოსაკრებელი რომ უნდა ყოფილიყო მაქსიმუმ 500 ლარი, უწევს 51 000 ლარი. ეს ტვირთი რომ იყოს სამომავლოდ რეალიზაციაში გასაშვები, ნაკლები პრობლემა იქნებოდა ჩვენთვის იმ კუთხით, რომ ფასში აისახებოდა მომხმარებლისთვის, თუმცა ტვირთის 80% უკვე გაყიდულია ფიქსირებული ფასით და შესაბამისად, ეს სრულად ჩვენი ზარალია. ხელშეკრულება რეალურად 4 თვის წინ გაფორმდა, ჩემი ტვირთი უკვე გზაში იყო, სანამ დაამტკიცეს და ძალაში შევიდა ეს ცვლილება. სამომავლოდ, ამ გადასახადს გავითვალისწინებთ ღირებულებაში. მაგალითისთვის, ახლა, მანქანაში დევს 25 000 ერთეული პროდუქტი. ეს რომ სამომავლოდ გასაყიდი იყოს, მარტივი არითმეტიკით, 2 ლარი დაემატებოდა თითო ერთეულს. ეს რაღაცისთვის კრიტიკული იქნებოდა, პირობითად, ჩაფხუტებიც არის, რომელიც 10-12 ლარი ღირს და იმისთვის 2 ლარი შეიძლება ძალიან ბევრი ყოფილიყო, მაგრამ ქურთუკებიც არის, რომელიც 100 ლარი ღირს და იქ 100 იქნებოდა თუ 102 ლარი, დიდად საბოლოო მომხმარებლისთვის ამით საქმე არ შეიცვლებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ჩვენი პირდაპირი ზარალია.

საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას. ტანსაცმლის ნაწილში ეს შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანებამდე მივიდეს, ჩვენს შემთხვევაში კი 90% B2B ვაჭრობაა და ამიტომ კომპანიებსა და ბიზნესს შეეხება. ჩვენი ძირითადი მომხმარებელია ინდუსტრია, სამშენებლო სექტორი და ა.შ. ვალდებულება არსებობს, რომ ყველას უნდა ეცვას სპეცტანსაცმელი და სპეცფეხსაცმელი. ჩვენ HoReCa ბიზნესისთვისაც კი შემოგვაქვს წინსაფრები, ხალათები და ა.შ., ასევე სამედიცინო ხალათები. ევროპიდანაც შემოგვაქვს. ჩვენი ერთ-ერთი დიდი პარტნიორი არის ბულგარული კომპანია, იტალიური ბრენდებიც გვაქვს და, რა თქმა უნდა, რიგ შემთხვევებში შემოგვაქვს ჩინეთიდან. მით უმეტეს, როცა ტენდერი არის ხოლმე და ძალიან დიდი მოცულობაა. ახლა, მაგალითად, ამ შემთხვევაში 5 000-ზე მეტი კაცისთვის მოგვაქვს სრული ეკიპირება. შესაბამისად, მოთხოვნიდან გამომდინარე გვიწევს, რომ ჩინეთიდანაც შემოვიტანოთ",- ამბობს „გარდლაინის“ მმართველი პარტნიორი.

ის აღნიშნავს, რომ საკითხზე ბიზნესთან კონსულტაცია არ გამართულა და არც საშეღავათო პერიოდი დაწესებულა იმ ტვირთებისთვის, რომლებიც უკვე გზაში იყო. კონსტანტინე ბალანჩივაძე საკითხზე მთავრობასთან კომუნიკაციის საჭიროებაზე საუბრობს.

"მთავრობასთან შეხვედრა აუცილებელია. ეს ყველაფერი რომ მომხდარიყო ეტაპობრივად, ნელა, როგორც ზოგადად წესი და კანონიერი ცვლილება ხდება, რომ მიღების პროცესში, მსჯელობის დროს ბიზნესისთვისაც აზრი ეკითხათ, მერე გონივრული ვადა ყოფილიყო, რომ ვისაც უკვე გზაში ტვირთები აქვს და გათვლები გაკეთებული აქვს, მათთვის რაღაც საშეღავათო პერიოდი მიეცათ – 3 ან 6 თვე – გაცილებით უფრო ჰუმანური იქნებოდა ეგ ყველაფერი. ვაპირებ, შემოსავლების სამსახურს მივმართო წერილით და წარვუდგინო დოკუმენტაცია, რაც ასახავს, რომ ეს ტვირთი 4 თვის წინ იყო შეთანხმებული და ფასი დადგენილი, თუმცა არ ვიცი, რამდენად გაითვალისწინებენ.

რას ემსახურება, არ ვიცი. ვერანაირი ლოგიკური განმარტება ვერ მოვისმინე. ჩინეთთანაც აქვს საქართველოს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და მგონია, რომ მაგასაც კი არღვევს. ასევე, ევროპული კომპანიების ძირითადი ნაწილი აზიურ ქვეყნებში კერავს. მე რომ ბრენდი ბულგარეთიდან შემომაქვს, მას აქვს პოზიციები, რომელსაც ჩინეთში კერავს. ერთადერთი ბრენდი მაქვს იტალიური Sixton, რომელიც იტალიური ტყავისგან იკერება იტალიაშივე, მაგრამ 10-ჯერ და 20-ჯერ ძვირი ღირს და მისი შეძენა ერთეულების საგანია და არა ყოველდღიური მოხმარების. გამოვიდა, რომ დაბალშემოსავლიანი სეგმენტი ზარალდება. არ მოდის არანაირ ლოგიკაში. საჭიროა დიალოგი ამ კანონის შეცვლაზე, გადავადებაზე ან რაღაც გონივრულ ვადაზე",- აცხადებს კონსტანტინე ბალანჩივაძე.

25 ნოემბრიდან საქართველოში ტანსაცმლის, ასევე თეთრეულის და ფეხსაცმლის იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური შეიცვალა. თუკი აქამდე მოქმედებდა მაქსიმუმ 500 ლარი განურჩევლად იმისა, რა ზომის პარტია იყო, ახლა საფასური მიება ტანსაცმლის წონას და ერთ კილოგრამზე 3 ლარია. გამონაკლისია იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებიდან და მეორადი ტანსაცმელი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იმპორტისას 100-ჯერ მეტის გადახდა გვიწევს... კომპანიებისთვის ეკიპირება გაძვირდება - "გარდლაინი"

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·18:35

Shein დავის მოსაგვარებლად აშშ-ის მარეგულირებელს $100 მილიონს გადაუხდის

Shein დავის მოსაგვარებლად აშშ-ის მარეგულირებელს $100 მილიონს გადაუხდის
BM.GE·17:05

რუსეთის განცხადებით, ღამით 1 246 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის განცხადებით, ღამით 1 246 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
BM.GE·16:24

29 ნოემბერს "ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო" საახალწლო გამოფენას მართავს

29 ნოემბერს "ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო" საახალწლო გამოფენას მართავს
BM.GE·15:57

ქვეყნის ენერგოსისტემას ტექნიკური და კომერციული გამოწვევები აქვს, რასაც გადაჭრა სჭირდება - არჩილ მამათელაშვილი

ქვეყნის ენერგოსისტემას ტექნიკური და კომერციული გამოწვევები აქვს, რასაც გადაჭრა სჭირდება - არჩილ მამათელაშვილი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.