მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინდოეთმა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად სამეტაპიანი გეგმა წარადგინა
ინდოეთმა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად სამეტაპიანი გეგმა წარადგინა

ინდოეთმა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად სამეტაპიანი გეგმა წარადგინა

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 01:00|bm.ge

ოფიციალურმა ნიუ-დელიმ მოსკოვსა და კიევს ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი ინიციატივა ოფიციალურად შესთავაზა.

არსებული ინფორმაციით, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრამანიამ ჯაიშანკარმა ეს წინადადება უკრაინულ მხარეს კიევში ვიზიტის დროს პირადად გადასცა.

როგორც ირკვევა, დოკუმენტი მიზნად ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშების შეჩერებას, შავ ზღვაში კომერციული ნაოსნობის უსაფრთხოებასა და პორტებიდან მარცვლეულის შეუფერხებელ ექსპორტს ისახავს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ ინდური პროექტი ომის დასასრულებლად წარდგენილ ოთხ საერთაშორისო ინიციატივას შორის ყველაზე ყოვლისმომცველ დოკუმენტად შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ დანარჩენი 3 ინიციატივიდან 2, კერძოდ, თურქეთისა და ეგვიპტის მიერ წარდგენლილი წინადადებები ძირითადად მარცვლეულის დერეფნის დაცვაზეა ორიენტირებული, აშშ-ის ინიციატივა კი მხოლოდ ენერგეტიკულ ზავს ითვალისწინებს.

საყურადღებოა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კიდევ ერთი განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ ნიუ-დელი დოკუმენტის შექმნის ეტაპს გასცდა და მხარეებთან პრაქტიკული მოლაპარაკებებიც დაიწყო. სუბრამანიამ ჯაიშანკარის განმარტებით, დიპლომატიური კონსულტაციები მოსკოვსა და კიევთან ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და სწორედ ამის შედეგია, რომ დოკუმენტი უკრაინულმა მხარემ მოიწონა.

ინფორმაციისთვის, ინიციატივას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც უკვე გამოეხმაურა. კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისა და მის მთავრობას ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების მოსაძებნად შესანიშნავი იდეები აქვს. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესში ნარენდრა მოდის ნეიტრალური პოზიცია მოლაპარაკებებს ამარტივებს.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტი უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს. ნიუ-დელი ომში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და მოსკოვთან მჭიდრო თავდაცვითი კავშირების გამო რუსეთის პირდაპირი კრიტიკისგან თავს იკავებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 249 სტატია.

  • რუსეთმა კრამატორსკში სამგზავრო ავტობუსები დაბომბა - 12 ადამიანი დაიღუპაფორმულა
  • “საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”ნეტგაზეთი
  • ბენზინის ფასის ზრდის მიზეზი უკრაინის მიერ რუსეთში “ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების“ აფეთქებაა - ტრამპიტვ პირველი
  • Financial Times: ესტონეთს, „აქტიური თავდაცვის“ პროგრამის ფარგლებში, ჯარები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს გადაჰყავსიმედი
რუსეთის →უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ჰუსიტებმა ერ-რიადის აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს

ჰუსიტებმა ერ-რიადის აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს

BM.GE

"იმედი მაქვს, პროექტი რომელიც დღეს იწყება წარმატებული იქნება" - კახა კალაძე „არქი გრანდ ავენიუს“ პროექტის პრეზენტაციაზე

"იმედი მაქვს, პროექტი რომელიც დღეს იწყება წარმატებული იქნება" - კახა კალაძე „არქი გრანდ ავენიუს“ პროექტის პრეზენტაციაზე

BM.GE

სებ-ის ახალი რეგულაციით სალომბარდე პროდუქტებზე მიმართვიანობა გაიზრდება - "კრედიტინფოს" შეფასება

სებ-ის ახალი რეგულაციით სალომბარდე პროდუქტებზე მიმართვიანობა გაიზრდება - "კრედიტინფოს" შეფასება

BM.GE

პროექტი „არქი გრანდ ავენიუ" ადასტურებს ბიზნესის ნდობას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური გარემოს მიმართ - ირაკლი კობახიძე

პროექტი „არქი გრანდ ავენიუ" ადასტურებს ბიზნესის ნდობას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური გარემოს მიმართ - ირაკლი კობახიძე

BM.GE