მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინფრასტრუქტურის სამინისტრო რკინიგზას თბილისის შემოვლითი გზისთვის მიწის უსასყიდლოდ დათმობაზე ელაპარაკება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო რკინიგზას თბილისის შემოვლითი გზისთვის მიწის უსასყიდლოდ დათმობაზე ელაპარაკება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო რკინიგზას თბილისის შემოვლითი გზისთვის მიწის უსასყიდლოდ დათმობაზე ელაპარაკება

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 22:40|bm.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს რკინიგზასთან, რათა ამ უკანასკნელმა უსასყიდლოდ დათმოს თბილისის მიმდებარედ არსებული 754 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 1 340 774 კვადრატულ მეტრს შეადგენს - აღნიშნულის შესახებ მითითებულია სამინისტროს წერილობით პასუხებში.

თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მესამე ლოტი მოიცავს ავჭალიდან აეროპორტამდე 22 კილომეტრს და ის შემოვლითი მაგისტრალის ყველაზე გრძელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

იმის მიუხედავად, რომ მიწები ჯერჯერობით საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკუთრებაში არაა, ამ მონაკვეთზე 2026 წლის თებერვალში საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 932 მილიონ ლარს შეადგენდა და მასში მონაწილეობა მიიღო რვა კომპანიამ, მათ მიერ წარდგენილი ფასები კი 950 მილიონი ლარიდან 1.16 მილიარდ ლარამდე მერყეობს. ტენდერში ჯერჯერობით გამარჯვებული გამოვლენილი არაა, თუმცა პროექტზე სამშენებლო სამუშაოები ვერ დაიწყება იქამდე, სანამ არ მოხდება მიწების საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის გადაცემა.

"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია E-60 საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალის - ნატახტარი-რუსთავის მიმართულებით (თბილისის შემოსავლელი) ნატახტარი (წიწამური)-რუსთავის საავტომობილო გზის ლოტი 3-ის (ავჭალა-აეროპორტი) საავტომობილო გზის პროექტი. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გათვალისწინებული პროცედურები. აღნიშნული პროექტის განთვისების ზოლში მოქცეულია სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული 754 ერთეული მიწის ნაკვეთი (დაახლოებით 1 340 774 კვ.მ.). დამატებით გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების დეპარტამენტისათვის უსასყიდლოდ გადმოცემასთან დაკავშირებით", - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხში.

გეგმის მიხედვით, საგზაო მონაკვეთი იქნება 4-ზოლიანი და რთულ საინჟინრო ნაგებობებს მოიცავს: 16 ხიდს, 4 პარალელურ გვირაბსა და 4 სატრანსპორტო კვანძს. გზა სათავეს ავჭალის სარკინიგზო ხიდთან იღებს, მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით და დიდი ლილოს შესასვლელთან, ლილოს ბაზრობამდე სრულდება.

წარსულში აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა იგეგმებოდა, რისთვისაც ჯერ კიდევ 2011 წელს საქართველოს მთავრობამ 1 340 774 კვადრატული მეტრის ფართობის 754 ერთეული მიწის ნაკვეთი გადასცა საკუთრებაში საქართველოს რკინიგზას. ადგილზე გაყვანილია გვირაბები და ხიდები, ასევე მოწყობილია მიწის ვაკისი. აღნიშნული ინფრასტრუქტურა მომავალში შემოვლითი გზის შემადგენელი ნაწილი გახდება.

რაც შეეხება თბილისის შემოვლითი გზის სხვა მონაკვეთებს, უკვე გამოვლენილია გამარჯვებული 7.3-კილომეტრიან მეორე ლოტზე, რაც წიწამურიდან-ავჭალამდე მონაკვეთს მოიცავს. პირველ სექტემბერს ტენდერში China Railway Tunnel Group Co-მ გაიმარჯვა და მასთან 499 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა. კომპანიამ პროექტის ფარგლებში 3.4 კილომეტრის სიგრძის ორი პარალელური გვირაბიც უნდა გაიყვანოს.

წიწამური-ავჭალის გზის მონაკვეთის გვირაბის შესასვლელის საპროექტო სქემა:

მეოთხე და მეხუთე მონაკვეთები:

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შემოვლითი მაგისტრალის მე-4 და მე-5 ლოტების საერთაშორისო ტენდერები 2026 წლის 19 ივნისს გამოაცხადა. ტენდერებში ინტერესის გამოხატვის ვადა თავდაპირველად 3 აგვისტოს იწურებოდა, თუმცა მთავრობამ ვადა 14 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.

მე-4 ლოტი დაახლოებით 8.7-კილომეტრიან აეროპორტი-ლოჭინის მონაკვეთს მოიცავს და თბილისის შემოვლით გზას ლოჭინის სატრანსპორტო კვანძთან დააკავშირებს. სამუშაოების დაწყებიდან მისი მშენებლობის ვადა 30 თვეა.

მე-5 ლოტი, ლოჭინი-რუსთავის მონაკვეთი, 10.2 კილომეტრის სიგრძისაა და შემოვლითი გზის სამხრეთ ნაწილს წარმოადგენს. მისი მშენებლობის ვადა 20 თვეა.

ორივე ლოტის დაფინანსება ADB-ის სესხით იგეგმება, ხოლო მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით $250 მილიონია.

აეროპორტი-ლოჭინის 8.7-კილომეტრიანი მონაკვეთი:

ლოჭინი-რუსთავის 10.2-კილომეტრიანი მონაკვეთი

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • თბილისში კორეა-საქართველოს სტრატეგიული ფორუმი - „ხელოვნური ინტელექტი საჯარო მმართველობაში“ გაიმართაიმედი
  • კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროსფორმულა
  • ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს მატარებლები საქართველოში ჩამოვა - გიორგი შარკოვი თბილისის მეტროს განახლების შესახებრუსთავი 2
  • სისხლიანი ანგარიშსწორება უნივერსიტეტთან - თბილისში სტუდენტი დაჭრესტვ პირველი
თბილისის →სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

გაზრდილი შემოსავლების ფონზე, Accenture-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა

გაზრდილი შემოსავლების ფონზე, Accenture-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა

BM.GE

"თუ ინოვაციისთვის მზად არ ხარ, ყოველთვის წააგებ თამაშს" - რას შესთავაზებს Archi Grand Avenue მცხოვრებლებს?

"თუ ინოვაციისთვის მზად არ ხარ, ყოველთვის წააგებ თამაშს" - რას შესთავაზებს Archi Grand Avenue მცხოვრებლებს?

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება

BM.GE

პროკურატურამ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს ₾10 მილიონის გათეთრებისთვის ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს ₾10 მილიონის გათეთრებისთვის ბრალი წარუდგინა

BM.GE