მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინტელიექსპრესი - ფულადი გადარიცხვების სისტემა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონამდე მომხმარებელი ენდობა
ინტელიექსპრესი - ფულადი გადარიცხვების სისტემა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონამდე მომხმარებელი ენდობა

ინტელიექსპრესი - ფულადი გადარიცხვების სისტემა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონამდე მომხმარებელი ენდობა

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 19:59|bm.ge

საქართველოში შექმნილი პირველი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი უკვე თითქმის ორი ათეული წელია საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე ოპერირებს. 2007 წლიდან ინტელიექსპრესი ეტაპობრივად აფართოებს გეოგრაფიას, სერვისებსა და პარტნიორულ ქსელს და დღეს ფინანსურ მომსახურებებს 70-ზე მეტ ქვეყანაში სთავაზობს მომხმარებლებს.

განვითარების მასშტაბს ყველაზე კარგად მომხმარებლების ნდობა და საქმიანობის მოცულობა აჩვენებს. მიმდინარე წლის განმავლობაში ინტელიექსპრესის სერვისით 900 ათასზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.

დღეისათვის ინტელიექსპრესის მომსახურებები მხოლოდ ფულადი გზავნილების სერვისით აღარ შემოიფარგლება. მისი ეკოსისტემა მოიცავს ფულად გზავნილებს, საბანკო და საბარათე გადარიცხვებს, ვალუტის კონვერტაციასა და საკრედიტო პროდუქტებს, რაც მომხმარებელს სხვადასხვა ფინანსური საჭიროების ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ქართული კომპანია, საერთაშორისო მასშტაბით

ინტელიექსპრესს აქვს შესაბამისი ლიცენზიები როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირში. მათ შორის, ევროკავშირში მიღებული ავტორიზებული საგადახდო ინსტიტუტის - API-ის ლიცენზია ინტელიექსპრესს ევროპული მიმართულებით სხვადასხვა ფინანსური სერვისის შეთავაზების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამ ლიცენზიის ფარგლებშია ხელმისაწვდომი SEPA გადარიცხვებიც.

ინტელიექსპრესს ასევე აქვს საერთაშორისო საქმიანობისთვის საჭირო ავტორიზაციები და რეგისტრაციები უკრაინის, სომხეთის, მოლდოვის, ფილიპინების, ინდონეზიის, ბანგლადეშის, ნეპალის, პაკისტანისა და შრი-ლანკის საფინანსო ბაზრების მარეგულირებელი ორგანოებისგან.

მილიარდი ლარი საქართველოსკენ

საქართველო ინტელიექსპრესის საერთაშორისო ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია. გასული წლის განმავლობაში საქართველოში მიღებული გზავნილების მოცულობამ 1.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, საქართველოდან სხვა ქვეყნებში გაგზავნილმა თანხებმა კი 100 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ეს მაჩვენებლები მხოლოდ ფინანსური სტატისტიკა არ არის – თითოეული ტრანზაქციის უკან დგანან ადამიანები, რომელიც ყოველთვიურად კომპანიას საკუთარ ფინანსურ ოპერაციებს ანდობენ.

ინტელიექსპრესი ამ გამოცდილებას 2007 წლიდან აგროვებს. დღეს კი მომხმარებლებს საერთაშორისო ფინანსურ სერვისებს 70-ზე მეტ ქვეყანაში სთავაზობს, მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებისა და შესაბამისი ლიცენზიების საფუძველზე. ინტელიექსპრესი მომხმარებლებს სერვისს, როგორც საკუთარი და პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების ქსელის მეშვეობით, ისე ონლაინ InexPay-ს აპლიკაციაში სთავაზობს.

გაიგეთ მეტი ინტელიექსპრესის სერვისების შესახებ და აირჩიეთ ფინანსური პარტნიორი, რომელსაც უკვე ორი ათეული წელია მილიონზე მეტი მომხმარებელი ენდობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 134 სტატია.

  • მძარცველებმა პარიზის საიუველირო მაღაზიიდან ერთ მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ნივთები წაიღესფორმულა
  • გაშიფრულია დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების სქემა - მითვისებულია ნახევარ მილიონ ლარზე მეტიტვ პირველი
  • მილიონზე ნაკლები ადამიანის ხმების უფლების შეზღუდვა ხდება ოფიციალურად - ირაკლი ფავლენიშვილი პარტიების აკრძალვაზერუსთავი 2
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
მილიონის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE