მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინტელიექსპრესი მომხმარებლებს ₾10-დან 10 000 ლარამდე ფულად საჩუქრებს სთავაზობს
ინტელიექსპრესი მომხმარებლებს ₾10-დან 10 000 ლარამდე ფულად საჩუქრებს სთავაზობს

ინტელიექსპრესი მომხმარებლებს ₾10-დან 10 000 ლარამდე ფულად საჩუქრებს სთავაზობს

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 17:22|bm.ge

ინტელიექსპრესი მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გარანტირებულ ფულად საჩუქარს მიიღებენ. 2026 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ინტელიექსპრესი მომხმარებლებს უპრეცედენტო აქციას სთავაზობს: ყველა, ვინც ოქროს ლომბარდით ისარგებლებს, InexPay-ის აპლიკაციაში „ოქროს პაკეტს“ გაიაქტიურებს და სალომბარდე სესხს მასზე მიბმულ Mastercard ბარათზე აიღებს, გარანტირებულად მოიგებს ფულად პრიზს. მომხმარებელს გარანტირებულად 10 ლარის მიღება შეუძლია, ხოლო თითოეულ მონაწილეს აქვს შანსი, მოიგოს 1 000, 2 000, 5 000 ან 10 000 ლარი.

აქციაში ჩასართავად მომხმარებელმა ინტელიექსპრესის ფილიალში 300 ლარზე მეტი ღირებულების ოქრო უნდა განათავსოს ან უკვე არსებული სალომბარდე სესხიდან დამატებით 300 ლარზე მეტი აითვისოს. ამ პირობის შესრულების შემდეგ კი საჭიროა InexPay-ს მარტივ ფინანსურ აპლიკაციაში სალომბარდე სესხის დაკავშირება და ოქროს პაკეტის გააქტიურება.

აქციის ფარგლებში მომხმარებლებს ინტელიექსპრესი ახალ პროდუქტსაც აცნობს - „ლომბქარდს“. ეს არის ინტელიექსპრესის პროდუქტი, რომელიც სალომბარდე სესხის ლიმიტს ყოველდღიური გამოყენებისთვის უფრო მოქნილ რესურსად აქცევს. Mastercard ბარათი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სალომბარდე სესხის ფარგლებში განსაზღვრული თანხა საჭიროების მიხედვით გამოიყენოს და არა ერთიანად აითვისოს.

„ლომბქარდის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ეს მოქნილობაა: მომხმარებელს პროცენტი მხოლოდ რეალურად ათვისებულ თანხაზე ერიცხება, მაშინ როდესაც ხელმისაწვდომი, მაგრამ გამოუყენებელი ლიმიტი პროცენტით არ იტვირთება. ამასთან, ბარათის გამოყენება შესაძლებელია როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ გადახდებზე, თანხის განაღდება კი საქართველოში მოქმედი ბანკომატებიდანაც არის შესაძლებელი.

„ლომბქარდის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ მისი დაკავშირება InexPay-სთან შეიძლება. ხოლო აპლიკაციიდან მომხმარებელს შეუძლია მარტივად ნახოს სალომბარდე სესხთან დაკავშირებული დავალიანება და დისტანციურად დაფაროს იგი.

ამასთანავე, „ლომბქარდის“ გააქტიურებასთან ერთად მომხმარებელი InexPay-ის ოქროს პაკეტსაც იღებს, რომელიც დამატებით სარგებელს აერთიანებს. პაკეტის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია განახორციელოს გადახდები ვალუტის გაცვლის საუკეთესო კურსით, გადარიცხოს თანხა თურქეთსა და ჩინეთში სპეციალური ტარიფებით, გადაიხადოს კომუნალურები საკომისიოს გარეშე. ამასთანავე საჩუქრად მიიღოს mobineX-ის 1GB სამოგზაურო ინტერნეტი და გამოიყენოს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

ინტელიექსპრესის ახალი აქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ოქროს გამოყენებასთან დაკავშირებულ ფინანსურ შესაძლებლობებთან ერთად, დამატებითი ფულადი სარგებელიც მიიღონ.

აქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

EU-ს ასოცირებული წევრები შესაძლოა ავსტრალია და ახალი ზელანდიაც გახდნენ - რობერტა მეცოლა

EU-ს ასოცირებული წევრები შესაძლოა ავსტრალია და ახალი ზელანდიაც გახდნენ - რობერტა მეცოლა

BM.GE

ჩვენ არ ვუწესებთ ირანს არავითარ სანქციას, არამედ სასანქციო რეჟიმს ვითვალისწინებთ - კობახიძე

ჩვენ არ ვუწესებთ ირანს არავითარ სანქციას, არამედ სასანქციო რეჟიმს ვითვალისწინებთ - კობახიძე

BM.GE

დონალდ ტრამპი EU-ს "სერიოზული ტარიფებითა" და ვაჭრობის შეწყვეტით ემუქრება - მიზეზი კანადისთვის შეთავაზებული ასოცირებული წევრობაა

დონალდ ტრამპი EU-ს "სერიოზული ტარიფებითა" და ვაჭრობის შეწყვეტით ემუქრება - მიზეზი კანადისთვის შეთავაზებული ასოცირებული წევრობაა

BM.GE

გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება - ირაკლი კობახიძე

გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება - ირაკლი კობახიძე

BM.GE