მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იოსებიძის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის ჩანაცვლება იწყება - კალაძე
იოსებიძის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის ჩანაცვლება იწყება - კალაძე

იოსებიძის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის ჩანაცვლება იწყება - კალაძე

BM.GE29 ივლისი, 2026, 15:24|bm.ge

იოსებიძის ქუჩის N71-ში მდებარე IV ხარისხის დაზიანების მქონე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება იწყება, - ამის შესახებ დღეს ქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით, მერიას კორპუსის მცხოვრებლებმა დეველოპერთან ერთად მიმართეს.

„ჩვენ მოგვმართა იოსებიძის ქუჩის N71-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ დეველოპერთან ერთად და ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით, შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება ითხოვა. ეს საცხოვრებელი სახლი, დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს IV ხარისხის დაზიანების მქონე შენობას, რომელიც, რა თქმა უნდა, საშიშია იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის და საჭიროა მისი სრული დემონტაჟი. ამ კორპუსში ცხოვრობს 45 ოჯახი. აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავატაროთ შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებები და დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ მოიყვანა და მათი ჩართულობით მოხდა ჩვენთან კომუნიკაცია, დავეხმარებით. მოხდება 5-სართულიანი შენობის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე კორპუსი აშენდება, სადაც მესაკუთრეებს გადაეცემათ მათი კუთვნილი გარემონტებული ფართები“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამების ფარგლებში, უკვე ათეულობით პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.

„ასევე, გვაქვს პროგრამა, როცა პროცესში ერთვება ბიზნესი. ჩვენ ბიზნესს (დეველოპერებს) ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პრეფერენცია ჰქონდეთ, ეს შეიძლება იყოს K2 კოეფიციენტის მატება, რათა მათი ჩართულობითაც მოვახერხოთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლება. წელს დავამატეთ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის პროგრამაც, რაც ითვალისწინებს მესაკუთრეებზე რეგისტრირებული თითქმის ყველა ფართის გამოსყიდვას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ფასით. აქაც, რასაკვირველია, საჭიროა მესაკუთრეების სრული თანხმობა. ამ პროგრამების ფარგლებში, უკვე ათეულობით პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. თავიდან იყო გარკვეული პრობლემები, მოსახლეობა არ აქტიურობდა, თუმცა ბოლო თვეებში საკმაოდ მაღალია აქტიურობა, რაც ძალიან კარგია“, - ამბობს კალაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • ირაკლი ღარიბაშვილს კახა კალაძე გაემიჯნატვ პირველი
  • პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზნით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმეს - კახა კალაძერუსთავი 2
  • კახა კალაძე: პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზმით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმესიმედი
  • კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურადფორმულა
კალაძე →იწყება →

მსგავსი სტატიები

უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყა

უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყა

BM.GE

ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვია

ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვია

BM.GE

"განათლების სამინისტრო დუმს იმ პრობლემებზე, რაც OECD-ის კვლევამ სრულად გააშიშვლა" - მანანა რატიანი

"განათლების სამინისტრო დუმს იმ პრობლემებზე, რაც OECD-ის კვლევამ სრულად გააშიშვლა" - მანანა რატიანი

BM.GE

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

BM.GE