
Irakli Emiridze Alpha architecture მსოფლიო არქიტექტურის დიდი სახელების გვერდით
Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის -ის ქართუს Food Court-ის პროექტმა ინდუსტრიის 4 ყველაზე პრესტიჟულ არქიტექტურულ საერთაშორისო პლატფორმაზე იმ საერთაშორისო პლატფორმებზე, სადაც Zaha Hadid Architects-ის, Foster + Partners-ის, BIG - Bjarke Ingels Group-ისა და Perkins&Will-ის პროექტებია წარმოდგენილი და აღიარებული უმაღლესი შეფასება და ტიტული მოიპოვა. ჟიურის შემადგენლობაში თანამედროვე არქიტექტურის ისეთი გამორჩეული წარმომადგენლები იყვნენ, როგორებიც არიან Steven Holl და Daniel Libeskind.
▪️ WAF (World Architecture Festival)
▪️ Architizer Vision Awards
▪️ ADC Platinum
▪️ A'Design Award
2026 წელს კომპანიის პროექტებმა აღიარება მოიპოვა World Architecture Festival-ზე, Architizer Vision Awards-ზე, International Architecture & Design Awards-სა და A’ Design Award & Competition-ზე. ამ მიღწევების საერთაშორისო მასშტაბს ის პროფესიული გარემოც წარმოაჩენს, რომელშიც ქართული კომპანიაა წარმოდგენილი: WAF-ის ნომინანტებს შორისაა Zaha Hadid Architects-ისა და Foster + Partners-ის ნამუშევრები, ხოლო IADA-ს გამარჯვებულ პროექტებს შორის Foster + Partners-ის, BIG - Bjarke Ingels Group-ისა და Perkins&Will-ის არქიტექტურა. ამავე პლატფორმებზე Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის -ის აღიარება ქართული არქიტექტურული ხედვის საერთაშორისო აღიარებას და მის პროფესიულ მნიშვნელობას აძლიერებს.
Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი არქიტექტურული პროექტი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival (WAF)-ის ფინალშია წარდგენილი.
WAF არქიტექტურის "ოსკარად" მიიჩნევა, და გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება ამ სფეროში.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ნომინანტებს შორის ყოფილან ისეთი გლობალური არქიტექტურული კომპანიები როგორებიცაა Zaha Hadid Architects და Foster + Partners, რაც ხაზს უსვამს Alpha Architecture-ის მიერ მიღწეული წარმატების მნიშვნელობას.
Food Court-ის პროექტი ასევე Architizer Vision Awards 2026-ის ფინალისტია. 2026 წლის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ისეთი აღიარებული არქიტექტორები, როგორებიც არიან Steven Holl და Daniel Libeskind - პროფესიონალები, რომელთა შემოქმედებამ თანამედროვე არქიტექტურის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ეს საერთაშორისო კონკურსი არქიტექტურულ იდეებს, კონცეფციებსა და მათი ვიზუალური გამოხატვის ხელოვნებას აფასებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხედვებს, რომლებიც სივრცის, გარემოსა და საზოგადოებრივი ცხოვრების ახლებურ გააზრებას გვთავაზობს.
პროექტმა კიდევ ერთი აღიარება International Architecture & Design Awards 2026-ზე (IADA) მოიპოვა: Cartu Food Court კომერციული არქიტექტურის კატეგორიაში Platinum Winner გახდა. სხვადასხვა წლის გამარჯვებულებს შორის არიან Foster + Partners, BIG — Bjarke Ingels Group და Perkins&Will, რაც კონკურსის საერთაშორისო პროფესიულ კონტექსტს წარმოაჩენს.კონკურსს Architecture & Design Community (ADC) ატარებს და ნამუშევრებს ინოვაციურობის, ორიგინალურობის, ესთეტიკური ხარისხისა და ფუნქციურობის მიხედვით აფასებს.
Alpha Architecture-ის საერთაშორისო მიღწევებს დაემატა A’ Design Award & Competition 2026-ზე გამარჯვება, არქიტექტურისა და შენობა-ნაგებობების დიზაინის კატეგორიაში. იტალიაში დაფუძნებული კონკურსი არქიტექტურას, ინტერიერს, პროდუქტის დიზაინსა და სხვა შემოქმედებით მიმართულებებს აერთიანებს. პროექტებს საერთაშორისო ჟიური ანონიმური შეფასების პრინციპით განიხილავს, მის შემადგენლობაში არიან დიზაინის პროფესიონალები, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლები.
BM.GE
წყარო: bm.ge