მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა

საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 22:44|bm.ge

საქართველოს ბანკისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით, ტექნოლოგიურ სფეროში ქალების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, პანელური დისკუსია „AI-ს ეპოქა: რა იცვლება და რა შესაძლებლობები ჩნდება?“ გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერებმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.

დისკუსიას Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა რობაქიძე უძღვებოდა. ღონისძიების ფარგლებში სპიკერები იყვნენ:

• მარიამ ჯანჯღავა - AI Products Owner • ელენე გაბელაია - პროექტის ანალიტიკოსი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) • თეო ზანგურაშვილი - CEO, Comm School • ანა ხოსიტაშვილი - კონტენტ კრეატორი

სპიკერებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სფეროს, რა შესაძლებლობებს ქმნის ტექნოლოგიური პროგრესი და როგორ აისახება ეს დასაქმების ბაზარზე. მათ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ყურადღება გაამახვილეს იმ ცოდნასა და უნარებზე, რომლებიც AI-ის ეპოქაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციის მნიშვნელობასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებას.ა

საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს, რომლებიც ცოდნის გაზიარებას, ახალი უნარების განვითარებასა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მომზადებას ემსახურება.

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო

საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო

BM.GE

სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა

სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა

BM.GE

რა პირობებით გაერთიანდება ჰესების პროექტები და გახანგრძლივდება მშენებლობის ვადები - მთავრობამ ცვლილებები დაამტკიცა

რა პირობებით გაერთიანდება ჰესების პროექტები და გახანგრძლივდება მშენებლობის ვადები - მთავრობამ ცვლილებები დაამტკიცა

BM.GE

ვინ გახდა NVIDIA-ს ახალი დირექტორი?

ვინ გახდა NVIDIA-ს ახალი დირექტორი?

BM.GE