მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია - ნათია თამაზაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია - ნათია თამაზაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია - ნათია თამაზაშვილი

BM.GE24 აგვისტო, 2026, 20:04|bm.ge

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის და და ამავე დროს მისი ადვოკატი ნათია თამაზაშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი ახალ ბრალს არც აღიარებს და არც ხელს აწერს მას. ამის შესახებ მან ტვ პირველთან განაცხადა.

„ამას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს სრულად პოლიტიკური პროცესია. ირაკლი ღარიბაშვილის დღეს პოლიტიკური პატიმარია. ვის ინტერესებში შედის [ახალი ბრალდება] ვერ გეტყვით. არალოგიკურია მიმდინარე პროცესები და არარსებულ ბრალზეა საუბარი. ირაკლი დღეს პოლიტიკური დევნილია.

ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ ქრთამზე არ არის საუბარი. ირაკლიმ არც აღიარა და ხელიც არ მოაწერა ამ ბრალდებას და ბუნებრივია, მიმდინარეობის პერიოდში ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა ნათია თამაზაშვილმა და დასძინა, რომ ვინ ვინ გაწირა აუცილებლად გაირკვევა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე ახალი ბრალდება წარუდგინა. უწყების განცხადებით, საქმე თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვებს და ამ პროცესის შედეგად ირაკლი ღარიბაშვილისთვის 750 000 ლარის ქრთამის გადაცემას ეხება.

პროკურატურის ვერსიით, ქრთამის თანხა ყოფილ პრემიერ-მინისტრამდე მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის გავლით მივიდა. გამოძიების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვებისას კონკურენტული გარემო ხელოვნურად შეიზღუდა, რამაც სახელმწიფოსთვის საქონლის რეალურ ღირებულებაზე მნიშვნელოვნად მაღალი ფასის გადახდა გამოიწვია.

ამჟამად ირაკლი ღარიბაშვილი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5-წლიან სასჯელს იხდის. ახალი ბრალდება კი, პროკურატურის მიერ მითითებული კვალიფიკაციით, 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის საქმე – იურისტის განმარტებანეტგაზეთი
  • ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისიტვ პირველი
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღება - ახალი ბრალდება ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ცოტნე ანანიძე გვარამიას მიერ ღარიბაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე: გვარამია წარუმატებელი შურისმაძიებელია, რომელიც წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდებარუსთავი 2
ღარიბაშვილის →

მსგავსი სტატიები

ევროპაში ელექტრომობილების საბაზრო წილი რეკორდულად გაიზარდა

ევროპაში ელექტრომობილების საბაზრო წილი რეკორდულად გაიზარდა

BM.GE

ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ ₾3.1 მილიარდს გადააჭარბა - წლიური ზრდა 30%-ია

ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ ₾3.1 მილიარდს გადააჭარბა - წლიური ზრდა 30%-ია

BM.GE

უკანონო შემოსავლები და კორუფცია - რა სასჯელს ითვალისწინებს ექსპრემიერისთვის წარდგენილი ბრალდებები?

უკანონო შემოსავლები და კორუფცია - რა სასჯელს ითვალისწინებს ექსპრემიერისთვის წარდგენილი ბრალდებები?

BM.GE

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

BM.GE