
ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში მიღებულ მუქარის წერილზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხეში მიღებულ წერილთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას ოფიციალურად მიმართა. გაანცხადი დღეს მისმა ადვოკატებმა შეიტანეს.
"გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს იმის დასადასტურებლად, რომ ეს ყოველივე ერთ მიზანს ირაკლი დისკრედიტაციასა და არარსებული ბრალის წაყენებას ემსახურებოდა, რაც შემდგომ უკვე ვიხილეთ. მის მიმართ ჩადენილია დანაშაული, რომელიც ასე ვთქვათ, წამების ტოლფასი ქმედებაა. ვინაიდან იმ წერილის შინაარსი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს გამოუგზავნეს, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, ბუნებრივია, ყველას შეუძლია მისი შეფასება და იმის თქმა იყო თუ არა იქ დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, აუცილებელი იყო მყისიერი რეაგირება და გამოძიების დაწყება", - განაცხადა მისმა ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა.
2026 წლის 24 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად პირადად გადასცა ყოფილ პრემიერს. მანამდე, 18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში ღარიბაშვილი ამბობდა, რომ მუქარის წერილი მიიღო მდინარაძისგან, სადაც ის ახალი ბრალის აღიარებას ითხოვდა.
BM.GE
წყარო: bm.ge