მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძე დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს დღესაც შეხვდება
ირაკლი კობახიძე დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს დღესაც შეხვდება

ირაკლი კობახიძე დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს დღესაც შეხვდება

BM.GE4 ივნისი, 2026, 19:37|bm.ge

დღეს, 4 ივნისს 16:00 საათზე სახელმწიფო კანცელარიაში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებსა და ირაკლი კობახიძეს შორის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება - ინფორმაციას მშობლების საინიციატივო ჯგუფი ავრცელებს.

წინა შეხვედრა მშობლებსა და პრემიერს შორის გუშინ, 3 ივნისს შედგა. შეხვედრა 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ მშობლებმა თქვეს, რომ კომუნიკაცია მათთვის იმედისმომცემი იყო.

ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ იმედია, ამ საკითხზე ერთობლივი გადაწყვეტა გამოიძებნება.

თითქმის ორი თვეა, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ და მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტებისა და თერაპიების საქართველოში შემოტანას ითხოვენ. ასევე მოთხოვნა იყო ირაკლი კობახიძესთან პირდაპირი აუდიენციაც.

მშობლების მოთხოვნა ოთხ პრეპარატსა და თერაპიას მოიცავს — Vamorolone-ს, Givinostat-ს, Exon-skipping-სა და Elevidys-ს, რომლებიც აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოსა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზებულია. მათი თქმით, აღნიშნული მკურნალობის მეთოდების ხელმისაწვდომობის საკითხზე სახელმწიფოსთან კომუნიკაცია უკვე წელიწად-ნახევარია მიმდინარეობს, თუმცა შედეგის გარეშე.

ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე განმარტავდა, რომ მოთხოვნილ მედიკამენტებთან დაკავშირებით კვლავ არსებობს კითხვები მათი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ, ასევე არ დასრულებულა საბოლოო კვლევები. უწყების პოზიციით, დღეს არ არსებობს პრეპარატი, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სრულ განკურნებას უზრუნველყოფს.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გენეტიკური კუნთოვანი დაავადებაა, რომელიც ძირითადად ბიჭებში გვხვდება. დაავადების პირველი სიმპტომები, როგორც წესი, 2-5 წლის ასაკში ვლინდება და დროთა განმავლობაში პროგრესირებს. პაციენტების უმეტესობა 10 წლის ასაკისთვის დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს კარგავს, მოგვიანებით კი დაავადება გულისა და სასუნთქი სისტემის დაზიანებას იწვევს.

მსოფლიოში დიუშენის სინდრომით დაახლოებით 250-300 ათასი ადამიანი ცხოვრობს, საქართველოში კი ამ დიაგნოზით 100-მდე პირია აღრიცხული, რომელთა უმრავლესობა ბავშვია. სპეციალისტების შეფასებით, თანამედროვე მედიკამენტებისა და რეაბილიტაციის პროგრამების გამოყენებამ პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლოა 10-20 წლით გაზარდოს.

ბოლო წლებში FDA-მ და EMA-მ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალოდ რამდენიმე ახალი პრეპარატი დაამტკიცეს, რომლებიც დაავადების გენეტიკურ მიზეზებსა და კონკრეტულ მუტაციებზე მიზანმიმართულ თერაპიას ეფუძნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

BM.GE

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

BM.GE

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალი გამოცდილება

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალი გამოცდილება

BM.GE

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირები "ჯივინოსტატით" მკურნალობას, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებენ - მინისტრი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირები "ჯივინოსტატით" მკურნალობას, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებენ - მინისტრი

BM.GE