მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ ხვდება ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩს
ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ ხვდება ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩს

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ ხვდება ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩს

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 18:05|bm.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის "არაკომფორტულია“ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან თუ სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრა იმ პირობებში, როდესაც მის მიმართ „ფინანსური შანტაჟი“ ხორციელდება და „დე ფაქტო სანქცია“ მოქმედებს.

კობახიძემ თქვა, რომ საუბარი ეხება არა აშშ-ის მხრიდან ოფიციალურად დაწესებულ ფორმალურ სანქციებს, არამედ საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.

„საერთოდ არ იყო საუბარი ამერიკულ სანქციებზე, ის საუბრობდა დე ფაქტო სანქციაზე. იმ პირობებში, როდესაც ფინანსური შანტაჟი ჯერ კიდევ ძალაშია. თქვენ იცით, რა ხდებოდა: 2008 წელს დაიწყო, სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების ძარცვა შვეიცარულ ბანკში და ეს პროცესი გააქტიურდა 2022 წლიდან — იმ პირობებში, როდესაც მოქმედებს ერთგვარი დე ფაქტო სანქცია, მისთვის, რა თქმა უნდა, არაკომფორტულია სხვადასხვა საკითხზე საუბარი ამერიკის ელჩთან თუ სხვა წარმომადგენელთან. ეს სრულიად სხვა რამეა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პრემიერის თქმით, უშუალოდ ოფიციალური სანქციების საკითხი ივანიშვილისთვის საინტერესო არ არის და აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ამ თემას საერთოდ არ სწევენ, ხოლო ხელისუფლების ერთადერთ მიზანს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა წარმოადგენს.

საქმე ის არის, რომ ივანიშვილის და აშშ-ის ელჩის შეხვედრის საკითხი დღის წესრიგში პირველად არ დამდგარა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 2025 წლის 28 მაისის განცხადებაში აშშ-ის საელჩოს ცნობას „გაუგებარს“ უწოდებდა და ადასტურებდა, რომ თქვა უარი ელჩთან შეხვედრასა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს გზავნილის მიღებაზე, თუმცა სანაცვლოდ დიპლომატს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შესთავაზა, რაზეც ელჩმა უარი განაცხადა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 161 სტატია.

  • კობახიძე: ბედნიერები ვართ, რომ [ეკლესიასთან] ერთიანობით შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზეფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, დღეს, ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზერუსთავი 2
  • მოსკოვი კობახიძის სპეცწარმომადგენელთან შეხვედრას უახლოეს პერიოდში ელოდება - მიხაილ გალუზინის განცხადებატვ პირველი
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა OpenAI-ს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო უჩივლა

კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა OpenAI-ს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო უჩივლა

BM.GE

ტრამპმა საკუთარი მიმკოინის ინვესტორებისთვის დახურული ვახშამი გამართა

ტრამპმა საკუთარი მიმკოინის ინვესტორებისთვის დახურული ვახშამი გამართა

BM.GE

24 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

24 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

OpenAI-ის მთავარმა მეცნიერმა ხელოვნურ ინტელექტზე საერთო ლიმიტების დაწესების ინიციატივა წარადგინა

OpenAI-ის მთავარმა მეცნიერმა ხელოვნურ ინტელექტზე საერთო ლიმიტების დაწესების ინიციატივა წარადგინა

BM.GE