მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სარჩელზე EU-ის განცხადებებს, პოლიტიკურ ზეწოლას უწოდებს
ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სარჩელზე EU-ის განცხადებებს, პოლიტიკურ ზეწოლას უწოდებს

ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სარჩელზე EU-ის განცხადებებს, პოლიტიკურ ზეწოლას უწოდებს

BM.GE20 ოქტომბერი, 2026, 19:23|bm.ge

როდესაც მიმდინარე სასამართლო პროცესია და აქ ცდილობს, კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი, განახორციელოს ზემოქმედება, ზეწოლა, ეს თავისთავად შემაშფოთებელია, - ეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით თქვა.

"ეს არის პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა. ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართლის უზენაესობას, ინსტიტუციების დამოუკიდებლობას. როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და აქ ცდილობს, კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი, განახორციელო ზემოქმედება, ზეწოლა, ეს თავისთავად შემაშფოთებელია. ეს ყველაფერი უპირისპირდება ევროპულ ღირებულებებს, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა კობახიძემ დაამატა, რომ "ქართული ოცნების" მიზანია საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც ქვეყანაში ყველა ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია იკრძალება, დაკმაყოფილდეს.

"ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს. ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი და ჩვენი მიზანია, მივაწიოთ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ რა არგუმენტი უნდა წარადგინონ არ ვიცი, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ქმნიდნენ არგუმენტებს სწორედ საკუთარი პოზიციების საწინააღმდეგოდ", - ამბობს კობახიძე.

გუშინ, 19 ოქტომბერს, ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს.

"ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ხუთი მთავარი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მიზნით შეტანილ ამ სარჩელებს, მათ შორის უახლეს მოვლენებსაც, ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ქმედებებს. ეს მოვლენები, უახლეს საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ადრე გაკეთებულ განცხადებებთან ერთად, მიუთითებს მართლმსაჯულების სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზებაზე. ეს ქმნის საფრთხეს, რომ ძირი გამოეთხაროს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმსა და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას", - განაცხადეს ევროკომისიაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 192 სტატია.

  • კობახიძე მდინარაძეზე: უშეცდომო არავინ არ არის ღმერთის გარდაფორმულა
  • პოლიტიკური ველიდან იმ ადამიანების გაყვანა დაიწყება, ვინც კობახიძის მეგობარ ითვლება - ცქიტიშვილიტვ პირველი
  • არ მინდა, მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს – კობახიძენეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →საკონსტიტუციო →

მსგავსი სტატიები

ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები 70%-ით გაიზარდა

ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები 70%-ით გაიზარდა

BM.GE

2031 წლისთვის სარფიდან სადახლომდე და წითელ ხიდამდე უწყვეტი ავტობანი იქნება აშენებული | პრემიერი

2031 წლისთვის სარფიდან სადახლომდე და წითელ ხიდამდე უწყვეტი ავტობანი იქნება აშენებული | პრემიერი

BM.GE

კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს ყველა კარგი საქმისთვის | ირაკლი კობახიძე

კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს ყველა კარგი საქმისთვის | ირაკლი კობახიძე

BM.GE

პრემიერი იმედოვნებს, რომ წყალტუბოს სანატორიუმების მიმართ ბიზნესი ინტერესს გამოავლენს

პრემიერი იმედოვნებს, რომ წყალტუბოს სანატორიუმების მიმართ ბიზნესი ინტერესს გამოავლენს

BM.GE