მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძე სამ მინისტრთან ერთად ყირგიზეთში გაემგზავრა
ირაკლი კობახიძე სამ მინისტრთან ერთად ყირგიზეთში გაემგზავრა

ირაკლი კობახიძე სამ მინისტრთან ერთად ყირგიზეთში გაემგზავრა

BM.GE11 ივნისი, 2026, 15:01|bm.ge

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.

კერძოდ, მთავრობის ცნობით, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი უმასპინძლებს.

დაგეგმილია ლიდერების შეხვედრა ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, რის შემდეგაც დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს მთავრობის მეთაური ბიშკეკში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

BM.GE

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე

BM.GE

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

BM.GE