მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძე სინგაპურში ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე სინგაპურში ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი კობახიძე სინგაპურში ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

BM.GE22 ივლისი, 2026, 19:35|bm.ge

ირაკლი კობახიძე სინგაპურში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა - ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, არსებულ ბიზნესგარემოზე, საგადასახადო სისტემასა და საკანონმდებლო ჩარჩოზე გაამახვილა.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და ფინანსური სექტორის განვითარების დინამიკაზე. მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტორები ხელსაყრელ პირობებს ქმნის ახალი ფინანსური სერვისების დანერგვისა და ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი ბიზნესპარტნიორობის ჩამოყალიბებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაში სინგაპურის 30-მდე ფინტექ კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ამასთან, ირაკლი კობახიძე სინგაპურის აეროპორტების ოპერატორი Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ განსაც შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარება და აეროპორტების ინფრასტრუქტურაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები იყო. საუბარი შეეხო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებასა და ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას, რომელიც 20 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი. მხარეებმა ასევე განიხილეს Changi Airports International-ის გამოცდილების გაზიარებისა და აეროპორტების განვითარების, მართვისა და საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები.

ცნობისთვის, ამჟამად საქართველოში სინგაპურიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 0-ის ტოლია.

როგორია ეკონომიკური კავშირები სინგაპურთან, სადაც ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 142 სტატია.

  • ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვსფორმულა
  • ირაკლი ლატარია: დარწმუნებული ვარ, ნაძირალა დიტო ჩუბინიძე და მისი ბოსი, ძალიან ცუდად დაამთავრებენ ამ ბინძურ „თამაშებს“. ჯერ იყო და პრემიერ კობახიძეს დააბრალეს გარეჯის გაყიდვა, შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე ააწყვეს კონსპირაცია ღარიბაშვილის დავალებით. ჰოდა სახელმწიფო ასეთ პროვოკაციებს უპასუხოდ არ დატოვებსიმედი
  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთს ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს - ირაკლი კობახიძე

„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთს ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს - ირაკლი კობახიძე

BM.GE

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ

BM.GE

მიხეილ ხიდურელი ბრიტანული Contact Web Ltd-ის საქართველოს წარმომადგენლობას შეხვდა

მიხეილ ხიდურელი ბრიტანული Contact Web Ltd-ის საქართველოს წარმომადგენლობას შეხვდა

BM.GE

მერია საბურთალოზე, „სითი მოლთან“ მოძრაობის სქემას ცვლის - როგორ შეძლებთ გადაადგილებას?

მერია საბურთალოზე, „სითი მოლთან“ მოძრაობის სქემას ცვლის - როგორ შეძლებთ გადაადგილებას?

BM.GE