მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 23:18|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის ორგანიზებით, მშვიდობის თემაზე გაიმართა. კობახიძის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, სახელწოდებით - “მშვიდობის დაპირების განმტკიცება ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოყენებით”, ლიდერებმა კონფლიქტების პრევენციისა და მათი მშვიდობიანი მოგვარების გზები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობას.

"საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფა საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევისა და დიპლომატიური ინსტრუმენტების უფრო ეფექტიანად გამოყენების განსაკუთრებულ მნიშვნელობას საერთო გამოწვევების დასაძლევად.დახურული ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბის ორგანიზებით გაიმართა, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE