მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირი დეგრადაციას განიცდის
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირი დეგრადაციას განიცდის

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირი დეგრადაციას განიცდის

BM.GE21 მაისი, 2026, 04:42|bm.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირი დეგრადაციას განიცდის. როგორც მან „იმედი LIVE“-ში თქვა, "ქართული ოცნებას" სურს საზოგადოებას აჩვენოს, თუ რა ხდება სინამდვილეში ევროპაში.

აღნიშნული კომენტარი ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც მისივე ღია წერილს ეხებოდა და რომლითაც მან ევროკავშირის ლიდერებს მიმართა.

- თქვენს განცხადებებსა და გადაწყვეტილებებში ოპონენტები ქვეტექსტებს ხედავენ ხოლმე და თავიანთ ვერსიებს სთავაზობენ საზოგადოებას. ამჯერადაც ინტერპრეტაცია მოგვცეს, რომ კულისებში მცდელობა იყო, რომ ევროპის ბიუროკრატიასთან, ელიტასთან "ქართულ ოცნებას" დაელაგებინა ურთიერთობა, გადატვირთვისთვის მიეღწია, რაზეც ბრიუსელისგან უარი მიიღო და ამის შედეგია ეს ღია წერილი.

აღნიშნულ კითხვას კობახიძემ შემდეგნაირად უპასუხა: "ჩვენ გვაწუხებს ერთადერთი რამ, რაც ხდება ევროპაში. რა დამოკიდებულებაც აქვთ ამ ადამიანებს ქართველი ხალხის მიმართ აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ დეგრადაციისა, რომელსაც ევროკავშირი, ევროპული ბიუროკრატიის წყალობით განიცდის. ეს არის ერთადერთი ტექსტი და ქვეტექსტიც, რაც ადამიანმა უნდა წაიკითხოს ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ღია წერილიდან. ამის იქით არაფერი არ არის სინამდვილეში საძიებელი, უბედურებაა. რომელიმემ გასცა პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც დასმული იყო ამ წერილში? თუნდაც ქართველმა ოპოზიციონერმა. შეფასება გაუკეთეს იმას, რაც მოხდა დანიაში? არ გაუკეთებიათ ეს შეფასება იმიტომ, რომ ისინი არიან ზუსტად იგივე დონეზე, რა დონეზეც არის პეტერ ფიშერი და პაველ ჰერჩინსკი. ერთი დონეა და ეს არის აბსოლუტურად მარგინალური მდგომარეობა, რა მდგომარეობამდეც მივიდა მთლიანად ეს კოლექტივი - აგენტურა ქვეყანაში და მათი ხელმძღვანელობა ქვეყნის გარეთ".

"საქართველო თქვენგან მკაფიო პასუხს ელის" - ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ლიდერებს ღია წერილით მიმართავს

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE