მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანი და სომხეთი ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ
ირანი და სომხეთი ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

ირანი და სომხეთი ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 01:52|bm.ge

ირანი და სომხეთი მოწინავე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, ტელეკომუნიკაციებისა და ნახევარგამტარების დიზაინის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

Tasnim-ის ცნობით, ტექნოლოგიური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების გზები შეხვედრაზე ირანის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მინისტრმა სათარ ჰაშემიმ და სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობისა და ხელოვნური ინტელექტის მინისტრმა დავით თადევოსიანმა განიხილეს.

სათარ ჰაშემიმ სომხურ მხარეს კიბერუსაფრთხოებისა და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვის კუთხით ირანის გამოცდილების გაზიარება შესთავაზა. ამასთან, მან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ანალიზის, სამრეწველო ავტომატიზაციისა და კოსმოსური ტექნოლოგიების მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების ინიციატივა წამოაყენა.

ამას გარდა, ირანის მინისტრმა ერთობლივ საინვესტიციო და საწარმოო პროექტებზე, ტექნოლოგიების გადაცემასა და კერძო სექტორსა და ცოდნაზე დაფუძნებულ კომპანიებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა.

რაც შეეხება სომხურ მხარეს, დავით თადევოსიანი ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავებას მიესალმა და ორი ქვეყნის კომპანიებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის ცოდნის გაზიარებისა და კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, სომხეთის მინისტრი მომავალ წელს ხელოვნური ინტელექტის თემაზე ერთობლივი კონფერენციის გამართვის წინადადებით გამოვიდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გაფართოების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • ნიკოლოზ სამხარაძე: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების არიდება, ომი უკრაინაში, გადაიარაღება და არქტიკული უსაფრთხოება. ამ ჯერზე, გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ იყორუსთავი 2
  • ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის გაფართოების რეალურ პერსპექტივაზე საუბრობს - დასახელებულ ქვეყნებს შორის საქართველო არ არისტვ პირველი
  • თბილისი გაფართოების ანგარიშს ტენდენციურად აფასებს და პასუხს აანონსებსნეტგაზეთი
  • საქართველო ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წელსაც არ მიიწვიესფორმულა
გაფართოების →

მსგავსი სტატიები

ევროკომისია წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს

ევროკომისია წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს

BM.GE

"რატომ უნდა უწევდეთ კლინიკებს რაღაცის მტკიცება, თუ მათ უკვე მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს?!"| სანდრო ურუშაძე - DRG მოდელზე

"რატომ უნდა უწევდეთ კლინიკებს რაღაცის მტკიცება, თუ მათ უკვე მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს?!"| სანდრო ურუშაძე - DRG მოდელზე

BM.GE

სუროგაციასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ველოდით, მაგრამ არა ასეთი ფორმით - "ლიდერმედი"

სუროგაციასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ველოდით, მაგრამ არა ასეთი ფორმით - "ლიდერმედი"

BM.GE

სომხეთმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა

სომხეთმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა

BM.GE