მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სუროგაციასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ველოდით, მაგრამ არა ასეთი ფორმით - "ლიდერმედი"
სუროგაციასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ველოდით, მაგრამ არა ასეთი ფორმით - "ლიდერმედი"

სუროგაციასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ველოდით, მაგრამ არა ასეთი ფორმით - "ლიდერმედი"

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 02:13|bm.ge

კლინიკა „ლიდერმედის“ დამფუძნებელი და რეპროდუქტოლოგი ნატალია ხონელიძე აცხადებს, რომ დარგის წარმომადგენლები სუროგაციასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას ელოდნენ, თუმცა მათთვის სრული აკრძალვის ინიციატივა მოულოდნელი იყო.

როგორც ხონელიძე BMG-სთან აღნიშნავს, სუროგაციის აკრძალვა განსაკუთრებით გაუმართლებელი იქნება იმ ქართველი წყვილების მიმართ, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ შეუძლიათ სხვა გზით ბიოლოგიური შვილი ჰყავდეთ.

„ლიდერმედის“ დამფუძნებელი და რეპროდუქტოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ რიგი მიმართულებით სუროგაციის სფეროში რეგულაციები მართლაც გასამკაცრებელია, მათ შორის იმ სააგენტოების მიმართულებით, რომლებსაც საქართველოში უცხოელი სუროგატები ჩამოჰყავთ. თუმცა მისივე შეფასებით, ამ რეპროდუქციული სერვისის სრული აკრძალვა არც უცხოელების შემთხვევაში უნდა მოხდეს.

“ნამდვილად ველოდით კანონის გამკაცრებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ასეთი ფორმით. ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რატომ იქნა მიღებული ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება ქართველი წყვილების მიმართულებით. მე ორ მიმართულებად გავყოფდი - პირველი ნაწილი - ქართველი პაციენტისთვის რას ნიშნავს სუროგაცია და შემდეგ - რას ნიშნავს სუროგაციის აკრძალვა უცხოელი პაციენტებისათვის.

როდესაც ვსაუბრობთ სუროგაციაზე, უნდა გვახსოვდეს ზუსტად ეს ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ ჰყავდეთ თავიანთი გენეტიკური შვილი, გარდა სუროგაციის მეთოდისა. დღეს რეპროდუქციულ მედიცინაში იმ პაციენტებისთვის, რომელთათვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ და მათ არ შეუძლიათ ჰყავდეთ თავიანთი გენეტიკური შვილი, სუროგაცია წარმოადგენს ერთადერთ მეთოდს.

ამიტომაც არანაირად არ ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა, ქართველი წყვილებისთვის აიკრძალოს სუროგაცია, არამც და არამც. თუ შევხედავთ ევროპის ქვეყნებს, ზოგ ქვეყანაში ნამდვილად აკრძალულია სუროგაციის ყველა ფორმა, მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანაში დაშვებულია ისეთი სახის სუროგაცია, რომელიც არის სუროგატი დედისთვის კომპენსირებადი.

რაც შეეხება უცხოელ პაციენტებს - საქართველოში რეპროდუქციული მედიცინა არის ძალიან განვითარებული — ზუსტად ისეთივე განვითარებული, როგორიც არის ევროპის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ყველაფერი გამოიწვია სუროგაციის დაშვებამ საქართველოში. ჩვენ ვართ 4 მილიონამდე ადამიანი და უნაყოფო წყვილების რაოდენობა ჩვენთან 150 000-ს არ აღემატება. ამიტომ უნაყოფო [ქართველი] წყვილების დაინტერესება სუროგაციისადმი არის მინიმალური.

მეტი კონტროლია საჭირო და ვეთანხმები აბსოლუტურად მთავრობას, რომ მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს კონტროლი, როგორც ალბათ კლინიკური მიმართულებით, ასევე იმ სააგენტოების მიმართულებით, რომლებსაც ჩამოჰყავთ სუროგატები და შეიძლება უკონტროლო შემოდინებაც არის ამ სააგენტოების და ვეთანხმები მთავრობას. ალბათ უპრიანი იქნება დიალოგი, კიდევ უფრო მეტად განხილვა ამ საკითხების და ერთიან კონსენსუსამდე მისვლა. მაგრამ ის, რომ ადამიანებს არ უნდა აეკრძალოთ მშობლად ყოფნა თუნდაც იმიტომ, რომ მათ ჯანმრთელობის გამო არ ეძლევათ ამის საშუალება, ვფიქრობ, რომ არ არის სწორი. უცხოელების მიმართულებით [სუროგაციის] აკრძალვას, რა თქმა უნდა, არ ვემხრობი — თუმცა ძალიან მკაცრი ზომები უნდა იყოს მიღებული ამ მიმართულებით”, - განაცხადა ნათია ხომასურიძემ.

ცნობისთვის, 22 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ სუროგაციის სრულად აკრძალვა კიდევ ერთხელ დააანონსა. „მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ“, — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე განმარტებით, ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე შეზღუდვა არ გავრცელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კანონში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხრიდან რომ არ ყოფილიყო ნეგატიური დამოკიდებულება და აქციები არ დაეორგანიზებინათ, მეტ ქვეყანას ექნებოდა მსგავსი კანონი უკვე ევროპაში - ზვიად შალამბერიძე სლოვენიაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებაზერუსთავი 2
  • გამჭვირვალობა: სამცხე ჯავახეთში 11 მუნიციპალური ორგანიზაციის დირექტორი კანონს ღიად არღვევსფორმულა
  • ყაველაშვილმა კაზინოების შესახებ კანონს ხელი მოაწერატვ პირველი
  • აწესებს არასაჭირო შეზღუდვებს – ვენეციის კომისია „ოცნების“ მიღებულ კიდევ ერთ კანონზენეტგაზეთი
კანონში →

მსგავსი სტატიები

ევროკომისია წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს

ევროკომისია წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს

BM.GE

"რატომ უნდა უწევდეთ კლინიკებს რაღაცის მტკიცება, თუ მათ უკვე მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს?!"| სანდრო ურუშაძე - DRG მოდელზე

"რატომ უნდა უწევდეთ კლინიკებს რაღაცის მტკიცება, თუ მათ უკვე მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს?!"| სანდრო ურუშაძე - DRG მოდელზე

BM.GE

ირანი და სომხეთი ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

ირანი და სომხეთი ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

BM.GE

სომხეთმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა

სომხეთმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა

BM.GE