
ირანის მიერ იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე ბოლო შეტევას ნავთობის ფასის ზრდა მოჰყვა
BM.GE|bm.ge
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა - მატება უკავშირდება ირანის მიერ იორდანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო და დრონების დარტყმებს, რომლებიც ისლამურმა რესპუბლიკამ გასული ღამის განმავლობაში განახორციელა.
შედეგად Brent-ის ფასი ბარელზე $90.67-მდე ავიდა, რაც წინა სესიასთან შედარებით $2.57 მეტია. ამასთან, WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსები ბარელზე $85.60-მდე გაიზარდა. მისი ფასი წინა სესიასთან შედარებით $2.19-ით არის მომატებული.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge