
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას გზის 7.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან ₾13 მლნ-მდეა გამოყოფილი
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი (კმ51-კმ58) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12.9 მლნ. ლარამდეა. სამუშაოების დასრულება 2027 წელს იგეგმება.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძირითადად დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადის.
"აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას.
პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია. მათ შორის ასფალტ-ბეტონის საფარის, გვერდულების, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. ასევე მოეწყობა გადაკვეთები და მიერთებები. განხორციელდება საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა", - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესრელიზში.
BM.GE
წყარო: bm.ge