
ივლისში საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8% შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.
საქსტატის თანახმად, ივლისის განმავლობაში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 17.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.6%-ით მეტია.
საქსტატის მიხედვით, ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში ივლისის განმავლობაში ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ერთადერთი გამონაკლისი მშენებლობის სექტორი იყო.
"2026 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში", - ნათქვამია საქსტატის წინასწარ ანგარიშში.
BM.GE
წყარო: bm.ge