მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანის მთავრობა ფინანსურ სერვისებს სტეიბლკოინებით იღებს – სენატის ანგარიში
ირანის მთავრობა ფინანსურ სერვისებს სტეიბლკოინებით იღებს – სენატის ანგარიში

ირანის მთავრობა ფინანსურ სერვისებს სტეიბლკოინებით იღებს – სენატის ანგარიში

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 01:56|bm.ge

აშშ-ის სენატის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს ანგარიში, რომლის მიხედვითაც სტეიბლკოინმა USDT-მ ირანისა და მასთან დაკავშირებული ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებას შეუწყო ხელი.

სენატორ რიჩარდ ბლუმენტალის ხელმძღვანელობით მომზადებულმა დოკუმენტმა შეისწავლა ის 846 კრიპტოსაფულე, რომლებსაც თეირანთან კავშირის გამო ამერიკულმა და ისრაელურმა მხარეებმა სანქციები დაუწესეს.

როგორც ჩანს, სანქცირებული კრიპტოსაფულეების 84% ტრანზაქციებს მხოლოდ USDT-ის გამოყენებით ახორციელებდა. კერძოდ, ირანის მთავრობა და ცენტრალური ბანკი ამერიკული სანქციების ფონზე საერთაშორისო გადარიცხვებსა და ეროვნული ვალუტის მხარდაჭერას სწორედ დასახელებული აქტივით ახერხებდნენ.

როგორც სენატორმა განმარტა, ბოლო პერიოდში კრიტპოკომპანია Tether-ი ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემის მთავარ ინსტრუმენტად იქცა. შექმნილი ვითარების გამო, სენატორმა აშშ-ის იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროებს კომპანიის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება კომპანიის პოზიციას, Tether-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პაოლო არდოინომ ამერიკულ მთავრობასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. არდოინოს მტკიცებით, მისი კომპანია სანქცირებული პირებისა და კრიმინალური ქსელებისთვის უსაფრთხო გარემოს არ ქმნის. ამასთან, უნდა ითქვას ისიც, რომ Tether-მა 2026 წლის განმავლობაში ირანთან დაკავშირებული $550 მილიონის ღირებულების USDT გაყინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 108 სტატია.

  • ისრაელში პოლიტიკური ცვლილებები იწყება — აიზენკოტი მთავრობის ფორმირებას აანონსებსფორმულა
  • ისრაელში მთავრობის ფორმირების მანდატი გადი აიზენკოტს გადაეცა - ახალმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ არაბული პარტიების მხარდაჭერა მოიპოვარუსთავი 2
  • მთავრობის ფორმირების მანდატი გადი აიზენკოტს ექნებატვ პირველი
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის ათივე უმსხვილეს ნავთობმწარმოებელს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის ათივე უმსხვილეს ნავთობმწარმოებელს სანქციები დაუწესა

BM.GE

ევროკომისია ისრაელთან ასოცირების შეთანხმების გადახედვას გეგმავს

ევროკომისია ისრაელთან ასოცირების შეთანხმების გადახედვას გეგმავს

BM.GE

Cisco-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა - კომპანია მოელის რომ AI-ს შემოსავლები $9 მილიარდამდე გაიზრდება

Cisco-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა - კომპანია მოელის რომ AI-ს შემოსავლები $9 მილიარდამდე გაიზრდება

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE