მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანმა ჰორმუზის სრუტე სრულად ჩაკეტა და ამერიკულ ბაზებს თავს დაესხა
ირანმა ჰორმუზის სრუტე სრულად ჩაკეტა და ამერიკულ ბაზებს თავს დაესხა

ირანმა ჰორმუზის სრუტე სრულად ჩაკეტა და ამერიკულ ბაზებს თავს დაესხა

BM.GE11 ივნისი, 2026, 17:05|bm.ge

აშშ-ის იერიშების საპასუხოდ ირანი ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს თავს დაესხა. როგორც ირკვევა, ისლამურმა რესპუბლიკამ იერიში ჰორმუზის სრუტეში მოძრავ ორ ნავთობტანკერზეც მიიტანა. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ცნობით, მათი ძალები "თეირანის აგრესიას უპასუხოდ არ დატოვებენ".

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავდასხმების პარალელურად, ირანმა ჰორმუზის სრუტე სრულად ჩაკეტა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გადაწყვეტილებით, ამ მარშრუტზე გემების გადაადგილება განუსაზღვრელი ვადით შეიზღუდა. სამხედრო ორგანიზაციის მტკიცებით, სრუტეში გასვლის მსურველი ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტი დაფიქსირებისთანავე მათი სამიზნე გახდება.

რაც შეეხება იერიშის დეტალებს, ირანმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ახლო აღმოსავლეთში მდებარე 3 ამერიკულ ბაზაზე მიიტანა. კერძოდ, შეიხ ისას, ალი ალ-სალემისა და აჰმად ალ-ჯაბერის საავიაციო ობიექტებზე. ამასთან, ალ-აზრაქის ბაზის მიმართულებით IRGC-მა ბალისტიკური რაკეტები გაისროლა.

საყურადღებოა, რომ იორდანიისა და ქუვეითის თავდაცვის სისტემებმა საფრთხე დაფიქსირებისთანავე გაანეიტრალეს. თუმცა, მსგავსი ვერ მოხერხდა ბაჰრეინის შემთხვევაში, სადაც ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის შედეგად 11 წლის გოგო დაშავდა.

შეგახსენებთ, თავდასხმების მთავარ მიზეზად ირანული მხარე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აპრილის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას ასახელებს. ოფიციალური თეირანის მტკიცებით, მათი მოქმედებები ვაშინგტონის მიერ პირობის „მუდმივ დარღვევაზე“ პირდაპირი პასუხია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობსიმედი
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →ირანის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE