მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანში ომის დაწყების შემდეგ, მთავრობას საწვავის შეძენა 72%-ით გაუძვირდა
ირანში ომის დაწყების შემდეგ, მთავრობას საწვავის შეძენა 72%-ით გაუძვირდა

ირანში ომის დაწყების შემდეგ, მთავრობას საწვავის შეძენა 72%-ით გაუძვირდა

BM.GE1 მაისი, 2026, 18:36|bm.ge

ირანში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობას საწვავის შეძენა 72%-ით გაუძვირდა - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული კონტრაქტებიდან ხდება ცნობილი. კონტრაქტების თანახმად, ბოლო ორ თვეში რეგულარის და პრემიუმის მარკის გაძვირებამ ლიტრზე 88-89 თეთრი შეადგინა, სუპერის მარკის საწვავის გაძვირება კი ლიტრზე 92 თეთრს შეადგენს.

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, მთავრობა რეგულარის მარკის საწვავს "სოკარისგან" ყიდულობს, პრემიუმს "რომპეტროლისგან", ხოლო ევრო დიზელსა და სუპერს "ვისოლისგან".

საწვავის კატეგორიების მიხედვით მაისის შესასყიდი ფასები ასე ნაწილდება:

• ევრორეგულარი: მაისის შესასყიდი ფასი — 3.14, გაძვირება ირანში ომის დაწყებიდან — 72%, გაძვირება ლარებში — 0.88 ლარი; • პრემიუმი: მაისის შესასყიდი ფასი — 3.17, გაძვირება ირანში ომის დაწყებიდან — 72%, გაძვირება ლარებში — 0.89 ლარი; • სუპერი: მაისის შესასყიდი ფასი — 3.48, გაძვირება ირანში ომის დაწყებიდან — 74%, გაძვირება ლარებში — 0.92 ლარი.

საქართველოს მთავრობა - სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებისგან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი, ყოველთვიურად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი.

ამასთან, კონტრაქტის თანახმად, ფასის გადაანგარიშება ყოველთვიურად ხდება და თუკი ფასის სხვაობა წინა თვესთან შედარებით 3%-ს გადააჭარბებს ის ახალი ფასით იცვლება, 3%-ზე ნაკლები სხვაობის შემთხვევაში კი ავტომატურად წინა თვის ფასი ნარჩუნდება.

აპრილში Platts-ის ფასი 1060 დოლარამდე გაიზარდა (მარტში 974 დოლარი, თებერვალში კი 686 დოლარი), რამაც კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში სახელმწიფოსთვის მისაწოდებელი საწვავის ფასის მკვეთრი ზრდა განაპირობა.

რაც შეეხება ფასებს საცალო ბაზარზე, აქ რეგულარის ფასი ლიტრზე 3.39-3.55 ლარის ფარგლებშია, პრემიუმის ღირებულება 3.55-3.69 ლარის ფარგლებშია, ხოლო სუპერის ფასი კი 3.87-4.09 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →ირანის →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE