მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანთან ომმა ამერიკელ მომხმარებლებს ენერგოხარჯები $100 მილიარდით გაუზარდა
ირანთან ომმა ამერიკელ მომხმარებლებს ენერგოხარჯები $100 მილიარდით გაუზარდა

ირანთან ომმა ამერიკელ მომხმარებლებს ენერგოხარჯები $100 მილიარდით გაუზარდა

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 21:22|bm.ge

ირანში მიმდინარე ომის გამო, ამერიკელი მომხმარებლების ენერგოხარჯები თითქმის $100 მილიარდით გაიზარდა. ბრაუნის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის მონაცემებით, ირანში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, საწვავის გაძვირების გამო, აშშ-ში თითოეულ ოჯახზე დამატებითმა ფინანსურმა ტვირთმა საშუალოდ $760-ს გადააჭარბა.

დანახარჯების უდიდესი ნაწილი ბენზინის ფასის ზრდას უკავშირდება, თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სწრაფი ტემპით დიზელის ღირებულება იზრდება. შტატებს შორის ყველაზე დიდი ფინანსური წნეხი ტეხასის მოსახლეობამ განიცადა, სადაც მომხმარებლებმა საწვავში დამატებით $11 მილიარდი გადაიხადეს. დანახარჯების მოცულობით მეორე და მესამე ადგილებს კალიფორნია და ფლორიდა იკავებენ, სადაც მაჩვენებელმა შესაბამისად $8 მილიარდი და $5 მილიარდი შეადგინა.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, მოახლოებული შუალედური არჩევნების ფონზე, ამომრჩევლები მთავარ გამოწვევად სწორედ ინფლაციას ასახელებენ და ამ მიმართულებით პრეზიდენტის პოლიტიკას ნეგატიურად აფასებენ.

ცნობისთვის, ირანთან ომის დაწყების შემდეგ, ბირჟაზე ნავთობის ფასი საშუალოდ 60%-ით გაიზარდა და დღეს აშშ-ის ეკონომიკის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა სწორედ ინფლაციური ზეწოლაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • „ნეთანიაჰუ აშშ-ს ახალ ომში ითრევს, რათა ციხეს გადაურჩეს“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიტვ პირველი
  • უილსონი: ოცნების რეჟიმი ტერორისტულ ირანს ხვდება, ეს ტრამპის შეურაცხყოფააფორმულა
  • ჯეი დი ვენსი: არ მინახავს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც flydubai-ის ინციდენტს ირანს დაუკავშირებდარუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

24 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

24 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

“რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის დაწყება მეეჭვება” - ასოციაცია “როსელხოზნადზორის” გადაწყვეტილებაზე

“რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის დაწყება მეეჭვება” - ასოციაცია “როსელხოზნადზორის” გადაწყვეტილებაზე

BM.GE

მსგავს პროგრამებს დევნილი ოჯახების ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება უნდა უძღოდეს წინ - ურუშაძე

მსგავს პროგრამებს დევნილი ოჯახების ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება უნდა უძღოდეს წინ - ურუშაძე

BM.GE

რამდენი ბიტკოინია Tesla-სა და SpaceX-ის ბალანსზე?

რამდენი ბიტკოინია Tesla-სა და SpaceX-ის ბალანსზე?

BM.GE