მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანული მედია აშშ-სთან გაფორმებული, სავარაუდო, 14-პუნქტიანი მემორანდუმის დეტალებს აქვეყნებს
ირანული მედია აშშ-სთან გაფორმებული, სავარაუდო, 14-პუნქტიანი მემორანდუმის დეტალებს აქვეყნებს

ირანული მედია აშშ-სთან გაფორმებული, სავარაუდო, 14-პუნქტიანი მემორანდუმის დეტალებს აქვეყნებს

BM.GE15 ივნისი, 2026, 13:25|bm.ge

ირანული სახელმწიფო მედია ავრცელებს ინფორმაციას იმ დოკუმენტის პროექტის შესახებ, რომელიც, მათივე მტკიცებით, აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული 14-პუნქტიანი ურთიერთგაგების მემორანდუმია.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში მოყვანილი პუნქტები ოფიციალურად ჯერჯერობით არცერთ მხარეს არც ვაშინგტონს და არც თეირანს არ დაუდასტურებია.

ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის ცნობით, მემორანდუმის სამუშაო ვერსია, სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ პუნქტებს მოიცავს:

• მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში; • აშშ-ის ვალდებულება, არ ჩაერიოს ირანის შიდა საქმეებში; • აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გაუქმება 30 დღის ვადაში; • აშშ-ის ძალების გაყვანა ირანიდან; • ჰორმუზის სრუტის გახსნა 30 დღის ვადაში „ირანული რეგულაციებისა და შეთანხმებების შესაბამისად“; • აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ ირანისთვის მინიმუმ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების აღდგენითი გეგმების მიწოდება; • სანქციების გაუქმება ირანულ ნავთობსა და ენერგოპროდუქტებზე; • ირანის მზაობის დადასტურება, რომ არ აწარმოებს ბირთვულ იარაღს; • აშშ-ის პირობა, რომ არ გაზრდის საკუთარ სამხედრო კონტინგენტს რეგიონში და არ დააწესებს ახალ სანქციებს.

სააგენტო Mehr-ის წყაროს ცნობით, „საბოლოო მოლაპარაკებები მანამ არ დაიწყება, სანამ ირანის გაყინული ფონდების ნახევარი არ გათავისუფლდება, ნავთობზე დაწესებული სანქციები არ შეჩერდება და საზღვაო ბლოკადა არ მოიხსნება“.

ირანული მედიის ინფორმაციით, საბოლოო შეთანხმება ძალაში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე უნდა შევიდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბაიმედი
  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • რუსული მედია: რუსეთმა საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდატვ პირველი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
მედია →

მსგავსი სტატიები

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

BM.GE

Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა $109.42 მილიარდს გადააჭარბა

Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა $109.42 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE

სარეცხი ფხვნილი, კბილის პასტა... - ekalata.gov.ge–ზე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა

სარეცხი ფხვნილი, კბილის პასტა... - ekalata.gov.ge–ზე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა

BM.GE