
მეტროსადგურმა "თავისუფლების მოედანი" მუშაობა დროებით შეაჩერა - მიზეზი ესკალატორის ტექნიკური გაუმართაობაა
მეტროსადგური "თავისუფლების მოედანი" დროებით დაიხურა და მგზავრებს არ მიიღებს. მიზეზი ესკალატორის ტექნიკური გაუმართაობაა.
როგორც bm.ge-ს სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს ამ დროისთვის მეტროსადგური მგზავრებს არ იღებს და არც მატარებელი ჩერდება. მათივე ინფორმაციით, "თავისუფლების" მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შემდეგ განაახლებს მუშაობას, თუმცა რამდენ ხანში უცნობია.
"მეტროსადგური “თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს. მეტროსადგური “თავისუფლების მოედანი” ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე ხნით აჩერებს მგზავრთა მიღებას. დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახური მუშაობს. სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
ცნობისთვის, დილიდან მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანი" ამომსვლელი ესკალატორი შეფერხებით მუშაობდა. მგზავრებს მეტროსადგურის ზედა ვესტიბიულში ამოსვლა ფეხით უწევდათ.
BM.GE
წყარო: bm.ge