მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ისთ ფოინთის" ახალი ფაზა 90%-ით დატვირთულია - Quadrum Global-ის მოლოდინი ბაზარზე
"ისთ ფოინთის" ახალი ფაზა 90%-ით დატვირთულია - Quadrum Global-ის მოლოდინი ბაზარზე

"ისთ ფოინთის" ახალი ფაზა 90%-ით დატვირთულია - Quadrum Global-ის მოლოდინი ბაზარზე

BM.GE1 ოქტომბერი, 2026, 23:50|bm.ge

"ისთ ფოინთის" ახალი ფაზა 90%-ით დატვირთულია, - ამის შესახებ მმართველი კომპანია Quadrum Global Georgia-ს მარკეტინგის დირექტორმა, თეიკო ლომინაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, „ისთ ფოინთის“ ახალი ფაზა კომპანიამ მიმდინარე წლის მარტში გაიხსნა, რის შედეგადაც სავაჭრო ცენტრს დამატებით 2 500 კვადრატული მეტრი სივრცე შეემატა.

„არსებული, ძველი ფაზის ფარგლებში დატვირთულობა 99% გვაქვს, ხოლო ახალ სივრცეში დღეის მდგომარეობით დატვირთულობა 90%-ია. ახალ სივრცეში გავაერთიანეთ ბრენდები, რომლებიც საქართველოში აქამდე წარმოდგენილი არ იყო. გვაქვს კონცეპტ-მაღაზიებიც, რომლებიც ჩვენთან პირველად არის წარმოდგენილი. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი იმ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარეობს, რომელიც როგორც რითეილის მხრიდან, ასევე მომხმარებლების მხრიდან იყო. ამ ეტაპზე მოთხოვნა-მიწოდება საკმაოდ დაბალანსებულია“, - აღნიშნა მან.

თუმცა, ლომინაძის შეფასებით, თბილისში დაგეგმილი ახალი სავაჭრო ცენტრების ამოქმედების შემდეგ ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი შესაძლოა შეიცვალოს. მისი თქმით, ახალი პროექტების გახსნის შემდეგ გაიზრდება მიწოდება, თუმცა რამდენად შეინარჩუნებს ბაზარი არსებულ მოთხოვნას და ხომ არ გაჩნდება ჭარბი სივრცე, ეს მათი ამოქმედების შემდეგ გამოჩნდება.

„ჩვენ ვხედავთ ქალაქის მასშტაბით დაანონსებულ სავაჭრო ცენტრების პროექტებს. თუმცა, როცა ისინი გაიხსნება, რამდენად შეინარჩუნებს მოთხოვნა-მიწოდება დღევანდელ მდგომარეობას და იქნება თუ არა მიწოდება ჭარბი, ამას დრო გვაჩვენებს“, - განაცხადა Quadrum Global-ის მარკეტინგის დირექტორმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სასამართლომ Paramount-სა და Warner Bros. Discovery-ის $110-მილიარდიანი გარიგება დაამტკიცა

სასამართლომ Paramount-სა და Warner Bros. Discovery-ის $110-მილიარდიანი გარიგება დაამტკიცა

BM.GE

Quadrum Global Georgia ქუთაისში $25-მილიონიან „ურბან მოლს“ წლის ბოლომდე გახსნის

Quadrum Global Georgia ქუთაისში $25-მილიონიან „ურბან მოლს“ წლის ბოლომდე გახსნის

BM.GE

2 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

2 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

წლის პირველი ნახევარი ვაჭრობის სექტორმა 5%-იანი ზრდით დაასრულა - ლევან ყარალაშვილი

წლის პირველი ნახევარი ვაჭრობის სექტორმა 5%-იანი ზრდით დაასრულა - ლევან ყარალაშვილი

BM.GE