მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი 27%-ით შემცირდა - რა ტენდენციები იყო ბაზარზე?
ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი 27%-ით შემცირდა - რა ტენდენციები იყო ბაზარზე?

ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი 27%-ით შემცირდა - რა ტენდენციები იყო ბაზარზე?

BM.GE20 აგვისტო, 2026, 05:00|bm.ge

ივლისში, საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება მცირედით, 0.6%-ით გაიზარდა და 1,390 გვტ. საათი შეადგინა.

"თიბისი კაპიტალის" მონაცემებით, გასული წლის ივლისთან შედარებით, მკვეთრად შეიცვალა გენერაციის წყაროები.

გამომუშავება გენერაციის წყაროების მიხედვით:

• ჰიდროელექტროსადგურები 371 გვტ. სთ + 3.9% • ქარის სადგურები 11 გვტ.სთ + 81 % • თბოსადგურები - 5.9 გვტ.სთ (-89.4%) • მზის სადგურები - 2 გვტ.სთ

თითქმის 2%-იანი კლებაა მთლიანობაში 7 თვეში ელექტროენერგიის წარმოების კუთხითაც.

„თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, ივლისში შემცირებული იყო ელექტროენერგიის მოხმარებაც - წლიურ ჭრილში 4.1%-ით, 1,238 გვტ. საათამდეა. კლებაა როგორც საცალო მოხმარებისა და აფხაზეთის, ასევე პირდაპირი მომხმარებლების კუთხით.

ამ ფონზე დაიკლო საბალანსო ელექტროენერგიის ფასმაც. „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშის მიხედვით, ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე 1 კვტ.საათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 4.27 ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 27.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ივლისში თვიურ ჭრილში ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ფასები 19.9%-ით შემცირდა. ამასთან, 2.6%-იანი კლებაა 7 თვეში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ფასის კუთხით. საშუალო შეწონილი ფასი 1 კილოვატ საათზე 5.63 ცენტი იყო.

აღსანიშნავია, რომ ივლისიდან განახლდა თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი. ექსპორტის ჯამური მოცულობა 116 გვტ.სთ იყო, რომლის 90% -ის მიწოდება თურქეთისთვის მოხდა. საშუალო საექსპორტო ფასი 1 კვტ.სთ-ზე 4.61 ცენტი იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ელექტროენერგიის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • 18 ივლისს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებარუსთავი 2
  • Euronews: გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებსიმედი
  • კობახიძე ელექტროენერგიის გათიშვაზე: მიუხედავად უამრავი გამოწვევევისა, სისტემა არის მდგრადიფორმულა
  • სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინატვ პირველი
ელექტროენერგიის →

მსგავსი სტატიები

7 თვეში ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა - სად ვყიდით?

7 თვეში ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა - სად ვყიდით?

BM.GE

„ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი დიდია“ - ოთარ შარიქაძე

„ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი დიდია“ - ოთარ შარიქაძე

BM.GE

მოსკოვში ბენზინის გაყიდვაზე ლიმიტი დაწესდა - რუსული მედია

მოსკოვში ბენზინის გაყიდვაზე ლიმიტი დაწესდა - რუსული მედია

BM.GE

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რუსთაველზე არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რუსთაველზე არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE