მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივლისში თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი აღდგა და ფასიც გაიზარდა|G&T
ივლისში თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი აღდგა და ფასიც გაიზარდა|G&T

ივლისში თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი აღდგა და ფასიც გაიზარდა|G&T

BM.GE23 ივლისი, 2026, 17:09|bm.ge

საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი 6 ივლისს აღდგა, რაც თურქეთის ბაზარზე ფასების ზრდით იყო გამოწვეული. ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხივლაშია აღნიშნული.

კერძოდ, მიმოხილვის მიხედვით, 1-20 ივლისის საშუალო მაჩვენებლით, თურქეთში ელექტოენერგიის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 6.0 აშშ ცენტს შეადგენდა. 2026 წლის ივლისში ექსპორტიორი კომპანიები არიან: აჭარ-ენერჯი 2007, ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია, სვანეთი ჰიდრო, კასლეთი 2, შპს აისი, ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი და ესკო.

ცნობისთვის, ივნისში საქართველოდან ელექტროენერგიის კომერციული ექსპორტი არ დაფიქსირებულა. ერთადერთი ექსპორტიორი ესკო იყო, რომლის მიზანიც ძველი ვალის დაბრუნება იყო.

მაისში კი, თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი 4.8-ჯერ რაოდენობრივად, ხოლო ღირებულებით 7.8-ჯერ იყო შემცირებული, კერძოდ, ექსპორტმა 36.2 მლნ კვტ.სთ შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის მაისში 172 მლნ კვტ.სთ იყო. ხოლო საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე თითქმის 40%-ით 2.7 ცენტამდე იყო შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ფასის, მოცულობისა და შემოსავლის ასეთი შემცირება თურქეთის ბაზარზე ფასების მკვეთრ კლებას და თურქეთში გაზრდილ გენერაციას უკავშირდება. კერძოდ, Galt&Taggart-ის მიხედვით:

• 2026 წლის ივნისში, ელექტროენერგიის საშუალო ფასი თურქეთის ბაზარზე შეადგენდა 2.9 აშშ ცენტს/კვტ.სთ-ზე, რაც წლიურად 34.4%-იანი კლება, თუმცა თვიურად 61.1%- იანი ზრდაა. • ასეთი დაბალი ფასი ექსპორტის ეკონომიკურ მიმზიდველობას მნიშვნელოვნად ამცირებს, რადგან ექსპორტიორებს გადაცემის ტარიფისა და გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდაც უწევდათ - ჯამში 1.5 ცენტის. • თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის გენერაცია იმდენად გაიზარდა, რომ თურქეთმა უარი თქვა საქართველოდან ელექტროენერგიის კომერციულ იმპორტზე. თურქეთის ბაზარზე გენერაციის ზრდა გამოწვეული იყო კარგი ჰიდროლოგიით და მზის სადგურების ინტენსიური მშენებლობით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კარგი იქნება, თუ ადგილობრივი მეწარმეებისთვის ქსელურ მარკეტებში შესვლის საკომისიო მოიხსნება - "ჟოლის" დამფუძნებელი

კარგი იქნება, თუ ადგილობრივი მეწარმეებისთვის ქსელურ მარკეტებში შესვლის საკომისიო მოიხსნება - "ჟოლის" დამფუძნებელი

BM.GE

მსოფლიოში ღვინის მოხმარება ეცემა… ბევრი მარანი შეიძლება გადარჩენის რეჟიმში გადავიდეს - იაგო ბიტარიშვილი

მსოფლიოში ღვინის მოხმარება ეცემა… ბევრი მარანი შეიძლება გადარჩენის რეჟიმში გადავიდეს - იაგო ბიტარიშვილი

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

კიევში ტრამპის წარმომადგენლების ზელენსკისთან შეხვედრის პირველი რაუნდი დასრულდა

კიევში ტრამპის წარმომადგენლების ზელენსკისთან შეხვედრის პირველი რაუნდი დასრულდა

BM.GE