მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტი გამოვლინდა - ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაშია
ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტი გამოვლინდა - ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაშია

ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტი გამოვლინდა - ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაშია

BM.GE6 აგვისტო, 2026, 16:09|bm.ge

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის პერიოდში უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 67 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, ხოლო 45 სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალურ საქმიანობას.

გამოვლენილი დარღვევებიდან 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ივლისის განმავლობაში სულ დალუქულია 5 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო და ამოღებულია 480 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

დარღვევების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით:

• აჭარა: 27 ფაქტი • იმერეთი: 20 ფაქტი • სამეგრელო-ზემო სვანეთი: 18 ფაქტი • კახეთი: 15 ფაქტი • სამცხე-ჯავახეთი: 9 ფაქტი • რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი: 8 ფაქტი • ქვემო ქართლი: 6 ფაქტი • მცხეთა-მთიანეთი: 5 ფაქტი • გურია: 3 ფაქტი • შიდა ქართლი: 1 ფაქტი

დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის სულ 1026 ფაქტია გამოვლენილი და დალუქულია 42 უკანონო სახერხი საამქრო. უწყებაში აცხადებენ, რომ სანქციების გამკაცრებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის შემთხვევების შემცირების ტენდენცია შეინიშნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქვეყნები, სადაც 2026 წელს 100 წელს გადაცილებული ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს

ქვეყნები, სადაც 2026 წელს 100 წელს გადაცილებული ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს

BM.GE

ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება ფქვილის აგრესიული შემოსვლას ხომ არ წაახალისებს? - ლევან სილაგავა

ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება ფქვილის აგრესიული შემოსვლას ხომ არ წაახალისებს? - ლევან სილაგავა

BM.GE

ლუვრში მონა ლიზას გვერდით ვიზიტორებმა საკუთარი ნახატები მიაწებეს - დააკავეს ორი პირი

ლუვრში მონა ლიზას გვერდით ვიზიტორებმა საკუთარი ნახატები მიაწებეს - დააკავეს ორი პირი

BM.GE

მაია ბითაძემ ორი განთავისუფლებული მოადგილის ადგილას ორი ახალი მოადგილე დანიშნა - ვინ წავიდა და ვინ დაიკავა თანამდებობები?

მაია ბითაძემ ორი განთავისუფლებული მოადგილის ადგილას ორი ახალი მოადგილე დანიშნა - ვინ წავიდა და ვინ დაიკავა თანამდებობები?

BM.GE