მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივნისში საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა
ივნისში საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა

ივნისში საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა

BM.GE16 ივლისი, 2026, 00:50|bm.ge

2026 წლის ივნისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა კილოვატ საათზე 5.33 ცენტი შეადგინა, რაც 2%-ით მეტია 2025 წლის ივნისის მაჩვენებელზე.

TBC Capital-ის ინფორმაციით, თვიურ ჭრილში ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ფასები 3%-ით გაიზარდა.

2026 წლის პირველ 6 თვეში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა 5.76 ცენტი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0.2%-ით ჩამორჩება.

"2026 წლის ივნისში საქართველომ იმპორტის სახით 13 გვტ. საათი ელექტროენერგია შემოიტანა, თუმცა, იმპორტი არაკომერციული ხასიათის იყო და სისტემური საჭიროების გადადინებას წარმოადგენდა.

ანალოგიურად, საქართველოდან აზერბაიჯანში დაახლოებით იმავე მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა. დამატებით საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულია 24 გვტ. საათი ელექტროენერგია, რაც გასული წლების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება", - წერია TBC Capital-ის მიმოხილვაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

BM.GE

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

BM.GE

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

BM.GE

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

BM.GE